FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.04.2017
"ახალციხის ციხის" ენერგოეფექტური განათების პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. იტორიული ციხის გალავანისა და ციტადელის განათების სისტემა შუქდიოდური (LED) სანათებით შეიცვალა.

ახალციხის ციხეზე ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდა

რაბათის ისტორიული კომპლექსის ნაწილი ენერგოეფექტური ნათურებით 2017 წლიდან განათდა.

პროქტის ფარგლებში, გალავნისა და ციტადელის 87 სანათი, თანამედროვე შუქ–დიოდური სანათებით შეიცვალა, რომლებიც სამჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე აქამდე იყო საჭირო.

"ამ ღონსძიების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 15 000 ლარი დაიზოგება. გარდა ეკონომიკური ეფექტისა, არის აგრეთვე გარემოსდაცვითი ეფექტიც. კერძოდ, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოფრქვევა დაახლოებით 10 000 კილოგრამით შემცირდა" – ამბობს "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" წარმომადგენელი თენგიზ ივანიძე.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, ციტადელზე კომპიუტერული მართვის ფერადი განათებაც დამონტაჟდა, რომლითაც შესაძლებელია ციხის ციტადელის ფერები სურვილის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვა დღესასწაულზე განსხვავებულად განათდეს.
ენერგოეფექტური განათება "მერების შეთანხმების" ერთ–ერთი ვალდებულებაა. იგი მიზნად ისახავს, 2020 წლისათვის, მუნიციპალიტეტებში ნახშირორჟანგის ემისიები 20%–ით შემცირდეს. ქალაქი ახალციხე ამ შეთანხმების ხელმომწერია.

"საკმაოდ ძვირი პროექტია, მაგრამ თავისი ეფექტის მიხედვით ძალიან აუცილებელი. ყოველთვიურად 1300–1500 ლარი დანაზოგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ეს არ არის სრული პროექტი, ჯერ მესამე ეტაპი არ დასრულებულა."– განმარტა ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

ამ ეტაპზე, ენერგოეფექტური სანათებით ისტორიული კომპლექსის 60%–ია განათებული. პროექტი კომპანიამ BP 60 000 დოლარით, ხოლო საერთაშორისო კომპანიამ "ენტერა" – 40 000 დოლარით დააფინანსა. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წილს, ენერგოეფექტური განთებისათვის ახალციხის მერიამ 235 000 ლარი დახარჯა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მერია: ახალციხის ციხეზე ენერგოეფექტური განათებით ხარჯი გავანახევრეთ
რაბათის კომპლექსზე ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდება
2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში შენდება
პირველი ენერგოეფექტური ბაღი ახალციხეში
ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს
ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება