FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი: არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 29.04.2017
‘პრეზიდენტი თუ წესიერად მოიქცევა, მაშინ 2018 წელს იქნება არჩევნები და არაპირდაპირი შემოვა 2023 წლიდან. თუ არ მოგვეწონება მისი ტონი, 2018 წელსაც იქნება არაპირდაპირი არჩევნები. არასოდეს ვივაჭრებ ქვეყნის მათავარი უზენაესი კანონით იმისთვის, რომ შევიქმნა „საარჩევნო კარი’, – განაცხადა სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი: არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას

მას შემდეგ, რაც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაასრულა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გადაინაცვლა. აქ მას არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ელოდნენ. ცენტრში არ ჩანდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, არც მუნიციპალიტეტებიდან და არც გუბერნიიდან.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი პოლიტიკოსი ამას აღიქვამს, როგორც არა კონსტიტუციის განხილვის პროცესს, არამედ როგორც ჩემს კამპანიას. ვფიქრობ, რომ ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და უფრო დიდი გულისყურით მოუსმენენ თქვენს მიერ გამოთმულ მოსაზრებებს.კ ოსტიტუციის გადასინჯვის თემა უაღრესად მაღალ პოლიტიკურ დისკუსიის ფორმატზე ავწიეთ, რაც თავის გავლენას იქონიებს საკონსტიტუციო განხილვის პროცესზე“, – განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრის მსგავსად, პრეზიდენტის არჩევის წესს გიორგი მარგველაშვილი, ამ შეხვედრაზეც შეეხო.

„ძალიან ნათელი გზავნილი გავუგზავნე ყველა იმ ადამიანს, ვინც უცნაურ განცხადებებს აკეთებდა პრეზიდენტის არჩევის წესთან და ჩემს ე.წ „საქციელთან“ დაკავშირებით. პრეზიდენტი თუ წესიერად მოიქცევა და კარგ განცხადებებს გააკეთებს, მაშინ 2018 წელს იქნება არჩევნები და არაპირდაპირი შემოვა 2023 წლიდან . თუ არ მოგვეწონება მისი ტონი, 2018 წელსაც იქნება არაპირდაპირი არჩევნები. არასოდეს ვივაჭრებ ქვეყნის მათავარი უზენაესი კანონით იმისთვის, რომ შევიქმნა,ასე ვთქვათ, „საარჩევნო კარი“. მითუმეტეს, რომ არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ როგორც კი პოლიტიკოსები მიხვდებიან, რომ ის საზოგადოება, რომელთანაც იგი ამ ცვლილებებს განიხილავს, არ არის ე.წ. მისი შტაბის წევრი და აგიტატორი, ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება: „მიზანი არის ის, რომ ეს მივიდეს ლოგიკურ დიალოგამდე. როგორ შეიძლება მუდმივად ვქადაგებდე და არ მინდოდეს სხვისი მოსმენა, როგორ შეიძლება არ მინდოდეს სხვისი აზრის გაგება. მიხვდებიან რომ ეს არ არის ჩემი ვაჭრობის სქემა, პირდაპირ მოსვლას ვერავინ ბედავს, რომ ეს მკადროს და ირიბად ვაჭრობენ. ნუ დაიღლებიან!“

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს.

დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე.

„ჩვენ პრეზიდენტის პროექტში ვმონაწილეობთ და ეს პროექტის არის მოსახლეობასთან შეხვედრა, მათ ვაცნობთ კოსტიტუციას და ვეუბნებით, რომ კონსტიტუცია ყველასია. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოქალაქებთან შეხვედრა შეთქმულება ჰგონია, ეს შეხვედრა ყველასთვისაა, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ისე ჩაიკეტა საკუთარ თავში, რომ მისგან დამოუკიდებელი შეხვედრა შეთქმულება ჰგონია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ის პირებიც, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ, თუმცა კომისია პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„საკონსტიტუციო კომისიაში არსებულ უმრავლესობას არ ესმოდა ქართული საზოგადოების ხმა. მიიღებოდა გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივებით, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა ერთი კაცის და მას დაქვემდებარებული პარტიის „ქართული ოცნების“ ვიწრო პიროვნული და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'
საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
პრეზიდენტი არასამთავრობოებსა და პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება