FM97.5 / LIVE

სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 28.04.2017
თემაზე – “საქართველოს ისტორია და მესხეთ–ჯავახეთი“, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, დღეს, 28 აპრილს, ახალციხეში, ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში, კონფერენცია გამართეს.

სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს

კონფერენციას წინ ღია გაკვეთილები უძღოდა. ქალაქ ახალციხისა და ახალციხის სოფლების 39–ვე სკოლის (38 საჯარო და 1 კერძო) სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, გასვლითი გაკვეთილები ახალციხის ციხესა და სამცხე ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში, 1 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. გასვლითი გაკვეთილი–ექსკურსიების დროს, მოსწავლეები ისტორიის მუზეუმში არსებული ექსპონანტებს ათვალიერებდნენ და ამ ექსპონანტებთან დაკავშირებულ ისტორიებს ეცნობოდნენ. მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადებული მოხსენებები კი დღეს, კონფერენციაზე წარადგინეს.

"ჩემი პრეზენტაცია ჯაყელების შესახებ იყო. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის ხშირად ტარდება, ეს სტიმულის მომცემია", – გვითხრა სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან ჩინჩალაძემ.

გასვლითი გაკვეთილებიც და კონფერენციაც, განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, „ახალციხის ციხე“, ქალაქ ახალციხის მერია და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს

სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გასვლითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის
ახალციხელი მოსწავლეების გასვლით გაკვეთილს, განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო
ღამე სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში [Photo]
"მოდი ღამე მუზეუმში" – სამინისტროს ინიციატივა ახალციხეში
შსს-მ ახალციხის საჯარო სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩაატარა
'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება
განათლების მინისტრმა იდუმალისა და ჭვინთის სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა