FM97.5 / LIVE

როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.04.2017
როინ სუდაძის სახელობის ტურნირი, სკოლის მოსწავლეებს შორის, მინი–ფეხბურთში დასრულდა. მცირე ასაკის კატეგორიაში გამარჯვება ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდს ერგო, მოზარდების კატეგორიაში კი გამარჯვებული პირველი სკოლის გუნდი გახდა.

როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში დასრულდა

ტურნირი მინი–ფეხბურთში 26 აპრილს დაიწყო, დღეს, 28 აპრილს კი ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე, ფინალური მატჩი გაიმართა. მასში ქალაქის სკოლების ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. მცირე ასაკის კატეგორიაში, სადაც მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები თამაშობდნენ, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება მოზარდების კატეგორიას, აქ პირველობა პირველი სკოლის გუნდს ერგო.

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, ყველა მონაწილემ კი სამახსოვრო სიგელი მიიღო.
ჩემპიონატი მინი–ფეხბურთში ახალციხელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, როინ სუდაძის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირი მეექვსე წელია, ახალციხის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ტარდება.

როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში დასრულდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

რეგიონული ტურნირი მინი ფეხბურთში
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში სვირის გუნდს ერგო
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
მინი ფეხბურთში წნისელებმა გაიმარჯვეს
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დაიწყო ®
ახალციხეში მინიფეხბურთის  ჩემპიონატი დაიწყო