FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, განათლება 28.04.2017
საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებთან საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრობს.

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტის უნივერსიტეტში ვიზიტი დღეს, 28 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს აცნობს.

მისი განმარტებით, დოკუმენტი სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსესუსის გარეშე, მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო და ხელი მოაწერა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია და საზოგადოების აზრი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას, მნიშვნელოვანია.

"სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც კომისიაში შედიოდა, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. ამიტომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა და ჩვენი დახმარებით მისი დაბალანსება", – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის, სახელწოდებით "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის შემდეგ, შეხვედრა "ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართება, სადაც დისკუსიას გიორგი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

პრეზიდენტი არასამთავრობოებსა და პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'
პრეზიდენტი: არასდროს მითქვამს, რომ მეორე ვადაზეც ვაპირებ კენჭისყრას
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა
ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება