FM97.5 / LIVE
პაატა ზაქარეიშვილი: ”რატიფიკაცია  არ ნიშნავს ავტომატურად სტატუსის მინიჭებას”

პაატა ზაქარეიშვილი: ”რატიფიკაცია არ ნიშნავს ავტომატურად სტატუსის მინიჭებას”

მთავარიპოლიტიკა 16.03.2013
სომხური ენის სტატუსის თემას, 16 მარტს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილი: ”რატიფიკაცია  არ ნიშნავს ავტომატურად სტატუსის მინიჭებას”
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება ამიტომ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ამ ქარტიაზე მიერთება: ”წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ევროპულ ინტეგრაციას. მეტსაც გეტყვით, რომ ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქალაქო გეგმა მანამდე ვერ დამტკიცდება, ვიდრე ჩვენ არ მივუერთდებით ამ ქარტიას”.

ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ ქარტიის მიღება სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის ავტომატურად მინიჭებას არ ნიშნავს. ქარტიის თანახმად, სახელმწიფო ღებულობს ვალდებულებას გამოარჩიოს, როგორც მთელს ტერიტორიაზე, ასევე ტერიტორიის ნაწილზე, ესა თუ ის ენა, გადაწყვიტოს რომელ ენას რა ეხება და შესაბამისად, მიანიჭოს მას სხვადასხვა სტატუსი ქარტიაში არსებული ჩამონათვალიდან.

”სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ამაზე მსჯელობაა საჭირო. რატიფიკაცია არ ნიშნავს ავტომატურად სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას. რატიფიკაცია განსაზღვრავს იმ რეჟიმს, რა რეჟიმიც, რა სტატუსიც, რა ფორმატიც აწყობს სახელმწიფოს კონკრეტულ შემთხევევაში. რატიფიკაციას ვერ გაივლის თუ არ განსაზღვრე, შენ უნდა განსაზღვრო შენი დათქმები და შემდეგ გაუკეთო რატიფიკაცია”, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

საბოლოო გადაწყვეტილება, მინისტრის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ შეიქმნება კომისია, რომელიც დაიწყებს ამ საკითხზე მუშაობას და დაითვლის რისკებს, საფრთხეებს, პლუსებსა და მინუსებს: ”და, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ ჩარჩო კონვენციის მიღება-რატიფიცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ. ამდენ ხანს ვერ მივდიოდით წინ მიზეზთა გამო, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის და ამიტომ, ბუნებრივია, საზოგადოებამ უნდა მივიღოთ ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”.

თუმცა, აქვე, რეინტეგრაციის მინისტრი ამბობს, რომ ქარტიის მუხლების უმრავლესობა საქართველოში დიდი ხანია მუშაობს და ის ქვეყნები, რომლებიც დიდი ხანია მიუერთდნენ და რატიფიკაცია მოახდინეს ქარტიის, ახლოსაც კი არ არიან იმ დონესთან, რა დონეზეც არის საქართველო: ”მაგალითად, სომხურ ენაზე სახლემწიფო სკოლები… ჩვენ ბევრ რამეში წინ ვართ, რითაც თამამად შემიძლია გითხრათ, თუ დაიწყება დისკუსია, არსებობს ძლიან ბევრი მასალა, რის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია მშვიდად, წყნარ გარემოში ვილაპარაკოთ ამაზე”.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი საზოგადოების ფართო ფენების ღია განხილვის საგნად უნდა იქცეს: ”ეს არის რთული საკითხი, საზოგადოების განსახილველი საკითხი და ეს არ არის ერთი და ორი დღის მისაღები საკითხი. ჩვენ უნდა ამოვიდეთ სახელმწიფოს ინტერესებიდან, რამდენად სახელმწიფოს ინტერესებშია ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა. რამდენ ტემპეტრატურას დასცემს, ან ასწევს. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად ხელს უწყობს ესა თუ ის ნაბიჯი ამა თუ იმ ხალხის ინტეგრაციას თუ დეზინტეგრაციას. მათი ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია თუ მათი გარიყულობა. ქარტია იძლევა საშუალებას იყოს მოქნილი და ყველანაირი მოქცევა არის დასაშვები. ამ საკითხებს სჭირდება დრო და ღია დისკუსიები. როცა ვლაპარაკობთ ევროკავშირთან დაახლოებაზე, საჭიროა ვილაპარაკოთ იმ სირთულეებზე, რა სირთულეების გამოც დღემდე გვიჭირს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა”.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ
ვახუშტი მენაბდე: სახელმწიფომ მალე უნდა მოახდინოს "ენის ქარტიის" რატიფიცირება
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
პრეზიდენტი: „ქარტიის რატიფიკაცია ჯავახეთს საქართველოს დააშორებს“
პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ თამამად ვლაპარაკობთ დოკუმენტზე, რომელიც ახალქალაქის საკრებულოში მიიღეს“