"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, რეპორტაჟი 27.04.2017
უძველესი მესხური დარბაზები და პერსპექტიული გეოგრაფიული მდებარეობა მალე სოფელ საროს ახალ სიცოცხლეს შესძენს. სოფელი სამცხე–ჯავახეთის ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს.

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ ვუხვევთ და აღმართს მივუყვებით. რაც უფრო მაღლა ადიხარ, გზა უფრო და უფრო საშიში,ხედები კი ლამაზი ხდება. მალე სოფლის ჟანგმოკიდებული აბრა გხვდება და ყვითელლოდებიანი სოფლის ისტორიაც იწყება.

სოფელი სარო სამცხე–ჯავახეთში, ასპინძაში, ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. ჰორიზონტზე ჩამონგრეული, თითქმის მიწასთან გასწორებული მიწური სახლები ჩანს, ზოგი ისეა ბალახით დაფარული, ძნელია მიხვდე, რომ აქ ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს საროს ცნობილი მესხური დარბაზებია, ახლა უკვე მიტოვებული და მოუვლელი.

პირველი, რაც თვალში გხვდება, ცნობისმოყვარე, მაგრამ არა გაკვირვებული მზერაა, მიზეზს მალე ხვდები – საროში არც ჟურნალისტები უკვირთ და არც ტურისტები. უსიტყვოდ ხვდებიან იმასაც, რომ გიდი გჭირდება და ზუსტად იციან, საიდან დაიწყონ თხრობა.

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

„ეს ძველი, მესხური დარბაზი, ასპანიძეების საგვარეულოს ეკუთვნის. დაახლოებით სამასი წლისაა. აქ 12 რძალი ერთად ცხოვრობდა, მერე გაიყარნენ, კედლები გამოიღეს და მოაშენეს სხვა დარბაზები. ახლა მათი შთამომავალი აქ აღარ ცხოვრობს, ზოგი ნიჯგორშია, ზოგი თმოგვში“, – გვიყვება 83 წლის პავლე ლონდარიძე, ჩვენი გიდი სოფელში.

საროს ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია. მესხური დარბაზის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ ე.წ. დედა ბოძი არ აქვს, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.თაღი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლება და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი აქვს. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსი აქვს.

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ასპინძის რამდენიმე სოფელში შემორჩენილ მესხურ დარბაზებს შორის, საროს მესხური დარბაზი ის გამონაკლისია, რომელიც ყველაზე კარგადაა შემონაული. თუმცა, მოუვლელობა, ცხადია ემჩნევა –უზარმაზარ, ჭიაგაჩენილ მორებს „აბლაბუდები“ ფარავს, ფურნეები ჩამონგრეულა, სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლის გამო კედლებიც დაობებულა.

„25–30 წლის წინათ, ამ სახლში დოლ–გარმონი დამიკრია და მიმღერია კიდეც, ქეიფობა იყო, მაგრამ რაზე, აღარ მახსოვს“, – იხსნებს ჩვენი გიდი და სხვა ოდებისკენ მიგვიძღვება. მიწური შენობები ერთმანეთზეა მიწყობილი, უმეტესობას სახურავი აღარ აქვს, მიწურებში ხეები და ბალახია ამოსული, –„კედელში თიხის მილები გვქონდა ჩაშენებული, იქ გავძახებდით ხოლმე ერთმანეთს თუ რამე დაგვჭირდებოდა. საქონელს და ოჯახობას ერთად გვეძინა, ზამთარში უფრო თბილოდა და ამიტომ“.

„ადრე მრავალშვილიანი ხიზანი იყო (ოჯახი, ს.კ). ბუხარს ხმარობდნენ საჭმლის გასაკეთებლადაც და გასათბობადაც. ჩვენც ეგრე ვცხოვრობდით. ჩემს ოდაში საქვეს ზემოთ კიდევ საწოლი გვქონდა გაკეთებული, ორი ბავშვი მაინც რომ დატეულიყო. შვიდი დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ბავშვობა ოდაში გავატარე“, – საუბარში გვერთვება 72 წლის მერი ლონდარიძე.



ადგილობრივები ყვებიან, რომ დარბაზებისთვის უზარმაზარ ხეებს ახალციხიდან, წინუბნის ტყიდან ეზიდებოდნენ: „ფიჭვის მორებია, ხარებით მოჰქონდათ, კვირაობით იყვნენ გზაში, სად იყო მანქანა მაშინ. ერთ ხე იმხელა იყო, რომ ოთხ ხარს მოჰქონდა, იმიტომაც გაუძლო საუკუნეებს“, – ამბობს პავლე და ამატებს, რომ თავადაც, 30 წლამდე, ასეთ ოდაში ცხოვრობდა, – „10–სულიანი ოჯახი ვიყავით 30 კვადრატულ მეტრში. ამ ოთახში აცხობდა დედა პურს, აკეთებდა საჭმელს და თიხის ჯამებით გვირიგებდა. კორკოტს, თათარბელაკს, დოს წვნიანს და ქადას ვჭამდით. ახალ წელს, როცა ღორს დავკლავდით, ხინკალსაც ვაკეთებდით. ახლაც მენატრება იმ საჭმლების გემო“.

“დარბაზი” როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნიდან გვხვდება. არსებობდა ორნაირი დარბაზული სახლი: ერთთვალიანი (დიდი ზომის, წინ დერეფნით) გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში, კომპლექსური, “მოდარბაზული” კი – სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში, სადაც ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსოები ერთ ჭერქვეშ ჰორიზონტალურად იყო განლაგებული.დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიან გუმბათს წარმოადგენდა, რომელიც საშუქე და ბოლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დარბაზული სახლის შუაში კერა იყო გამართული, მის თავზე კი – აყარი.

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

ოდებში, ჭერზე, ყურადღებას ხის გორგოლაჭი იპყრობს.

„ეს შემოსევებისგან გვიცავდა. მტრების დროს შიშით გარეთ ვერავინ გადიოდა, ვერ რძალი და ვერც ვაჟი. ჩამოწევდნენ თოკს, ფიცარი ერდოს დაეფარებოდა, შუქი აღარ გადიოდა და მტებიც ვეღარ აგნებდნენ“, – გვიხსნის ჩვენი მასპინძელი.

საროში ჯერ არ იციან, რომ მესხური დარბაზების აღსადგენად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მუნიციპალური განვითარების ფონდი დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.სოფელში 30–მდე მიწურის აღდგენა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც აპირებს. მთავრობის გეგმა ამბიციურია – სოფელი სარო რეგიონის ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს. სარეაბილიტაციის სამუშაოები, სავარაუდოდ, 2017 წლის სექტემბერში დაიწყება და 2019 წლის სექტემბერში დამთავრდება.


სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.08.2017 სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

17.08.2017 გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

17.08.2017 წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]
მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]
სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]