FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი იჯარით გაიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.04.2017
ახალიციხის მერია ცენტრალურ პარკში, ორ ინდმეწარმეს, საბავშვო ატრაქციონების მოსაწყობად ფართს იჯარით გადასცემს.

ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე დღეს, 26 აპრილს იმსჯელეს.

გადაწყვეტილების თანახმად ინდმეწარმე „ალექსი მაისურაძეს“ ახალციხის ცენტრალურ პარკში იჯარით 20 კვ.მ ფართი გადაეცემა. ყოველთვიურად იგი ბიუჯეტის სასარგებლოდ 40 ლარს გადაიხდის. ხოლო, ინდმეწარმე „შორენა ზუბაშვილს“ 50 კვ. მეტრში ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა მოუწევს.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განმარტებით ცენტრალურ პარკში 1კვ. მეტრის ღირებულება თვეში 2 ლარია.
მისივე თქმით, აუცილებელია, როცა ადგილობრივი თვითმმართველობა ფართს იჯარით გასცემს, ხელშეკრულებაში ინდმეწარმეს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც დაევალოს.

„სწრაფი გადახდის აპარატების შემთხვევაში, როდესაც იქიდან ქვითრები იყრება, არავინ იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მაღაზიის მეპატრონე, ვისთანაც აპარატია შეერთებული. ეს ხელშეკრულებებიც გადასახედია“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დავით ლომიძემ.

გადაწყვეტილებას, ცენტრალურ პარკში ფართის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა
მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს
ცენტრალურ პარკში არსებული ატრაქციონების მფლობელები იჯარას გადაიხდიან
ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა
ახალციხის ცენტრალურ პარკში wifi-ს ამონტაჟებენ
ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებია დაზიანებული [Photo]
ახალციხის ცენტრალურ პარკში დაზიანებული კიბე შეაკეთეს