FM97.5 / LIVE

ახალციხის სასპორტო სკოლაში შენობის კეთილმოწყობას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.04.2017
გასახდელებისა და საშხაპეების არარსებობა, გათბობის პრობლემები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა– ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში არასათანადო პირობებზე ჩივიან.

ახალციხის სასპორტო სკოლაში შენობის კეთილმოწყობას ითხოვენ
დღეს, 26 აპრილს ახალციხის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გრიგოლ ტაბატაძემ საკრებულოს დეპუტატებს გასული, 2016 წლის ანგარიში ჩააბარა. გრიგოლ ტაბატაძემ სპორტსმენების წარმატებებსა და სასპორტო სკოლის პრობლემებზე ისაუბრა.

"გასახდელები არ გვაქვს, მოსწავლეები სადაც თამაშრობენ, იქვე იცვლიან. იქ, სადაც გასახდელები გვქონდა, ახლა ტრენაჟორების დარბაზია. სიცივისა და არასაკმარისი გათბობის გამო, ზამთარში ძალიან გვიჭირს, ამიტომ ბავშვთა რაოდენობა ზამთრის პერიოდში იკლებს", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გრიგოლ ტაბატაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა საშხაპეების არარსებობაც.

ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში 14 ჯგუფი სპორტის 9 სახეობას ეუფლება, ჯამში კი დაწესებულებაში 250–მდე მოსწავლე დადის.

საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შოთა ნასყიდაშვილის განმარტებით, სასპორტო სკოლას ნამდვილად აქვს მსგავსი სახის პრობლემები და საჭიროა მათი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხა გამოიყოს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა
ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება
ნახევრადგარემონტებული სპორტსკოლა
ახალციხეში საცურაო აუზი სასპორტო სკოლის მიმდებარედ აშენდება
78 წელი სპორტის სამსახურში
ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა