სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'ჰაკათონის' მონაწილე გუნდი ახალციხიდან 'ენერგო–პრო ჯორჯიას'ფავორიტი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.04.2017
„ჰაკათონი 2017“–ს მონაწილე, ახალციხის პროფესიული სასწავლებლის - “ოპიზარის”, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ფულადი ჯილდო გადასცა. ამით იდეის ავტორებს საშუალება აქვთ ინოვაცია დახვეწონ და მისი რეალიზება შეძლონ.

'ჰაკათონის' მონაწილე გუნდი ახალციხიდან 'ენერგო–პრო ჯორჯიას'ფავორიტი გახდა|
მარიამ სააკიანი და ნატალი კაპანაძე, რომელთა გუნდებმაც „ჰაკათონში“ გაიმარჯვეს.

სტუდენტებმა კონკურსზე წარადგინეს „ულტრაბგერითი სამაჯური უსინათლოთათვის“, რომლის მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში (მაგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში).

გუნდი ულტრაბგერითი სამაჯურის იდეასა და მის პროტოტიპზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს ჯილდო მათ საშუალებას აძლევს ინოვაცია დახვეწონ და მისი რეალიზება შეძლონ.

"პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული პროექტი იყო ერთერთი იმ მრავალრიცხოვან პროექტთაგანი, რომელსაც მხარი დაუჭირა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. ზოგადად, ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან", – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ე.წ. „ჰაკათონი" წელს პირველად ჩატარდა. ეს არის კონკურსი, რომლის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა, საკუთარი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპები შექმნეს. კონკურსში ახალციხიდან, კოლეჯ "ოპიზარის" სტუდენტების გუნდები მონაწილეობდნენ. ჰაკათონის დასკვნით ეტაპზე 9 გუნდი გადავიდა, მათ შორის, ორი ახალციხიდან: გუნდი „პანაცეა“ – „მოწყობილობა შშმ პირებისთვის“ და გუნდი „ეკო“ – „სამკურნალო მცენარეების საშრობი აპარატი“.

გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები, იყვნენ მიმდინარე კვირაში "სამხრეთის კარიბჭეს" ახალგაზრდული გადაცემის, "თაობა მაXიმუმის" სტუმრები.

გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

[sknews.ge]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

თაობა მაXიმუმი: გოგონები ინოვაციური იდეებით  [Video]
თაობა მაXიმუმი: ინოვაციური იდეების ავტორები  [Audio]
ახალციხე პროფესიული სასწავლებლების კვირეულს შეუერთდა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება