FM97.5 / LIVE

თისელში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.04.2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალციხეში, სოფელ თისელში მდებარე დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაციისთვის მზადებას იწყებს. საპროექტო–სახარჯთაღირცხვო სამუშაოებს შპს „ქართული მემკვიდრეობა“ შეასრულებს.

თისელში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება

თისელის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაციის (I ეტაპი) საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის 40 000 ლარია გათვალიწინებული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის 15 მარტს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ქართულმა მემკვიდრეობამ“ გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები:

• ძეგლის შესახებ საარქივო მასალების მოძიება (ბიბილიოგრაფია, ფოტოდოკუმენტაცია, არსებული ანაზომები, პროექტი);
• კომპლექსური არქეოლოგიური დაზვერვის წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საკვლევი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე:
- მაღალი რეზოლუციის აერო გამოსახულების და რელიეფის ციფრული მოდელის გამოყენებით (ფოტოგრამმეტრიული აერო ფოტო გადაღება).
- არსებული აერო და კოსმოსური გამოსახულებების, ტოპომასალის დეშიფრირება,
- საველე დაზვერვა,მნიშვნელოვანი დეტალების მარკირება და დახარისხება,სავარაუდო არქეოლოგიური ობიექტების იდენტიფიცირება და GPS კოორდინატების აღება.
• ძეგლის ერთიანი 3D მოდელის აგება და მაღალი გარჩევადობის ფოტოგრამმეტრიული ფიქსაცია;
• გამოყენებული სამშენებლო მასალის გეოლოგიური დახასიათება და იდენტიფიკაცია;
• ჩამოცვენილი არქიტექტურული დეტალებისა და პერანგის ქვის ლოკაციის დადგენ;ა
• მნიშვნელოვანი დეტალების მარკირება;
• ძეგლის არსებული მდგომარეობის კვლევა, კედლების ენოდოსკოპიური და გეოფიზიკური კვლევა, დაზიანების ხარისხის შესწავლა და ძეგლის ერთიან 3D მოდელზე დატანა;
• ძეგლზე საჭირო ჩარევის დოზის დადგენა და მოცულობითი რეკონსტრუქციის მოდელის აგება
• სააღრიცხვო ბარათის შედგენა;
• ძეგლის რეაბილიტაციისათვის ერთიანი კონცეფციის შედგენა.

თისელის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებშია აგებული, დაზიანებულია, ჩამოშლილია ტაძრისა და მინაშენის გადახურვა, ჩამონგრეულია ნართექსის კამარაც. უშუალოდ ტაძრის ძირითადი კორპუსის კამარა შემორჩენილია, თუმცა გადახურვის უქონლობის გამო მასზე მცენარეული საფარია გაჩენილი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ნაგებობას კიდევ უფრო აზიანებს.
სავალალო მდგომარეობაშია მოხატულობაც. გადახურვის არარსებობიდან გამომდინარე, მხატვრობაზე ატმოსფერული ნალექები ზემოქმედებს, ეს კი მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

მოცემული ტენდერით გათვალისწინებულია თისელის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის არსებული მდგომარეობის ციფრული კონსერვაცია (ვირტუალური სამგანზმომილებიანი მოდელი და დეტალური ფოტოტექსტურა) და რეაბილიტაციის წინასაპროექტო დოკუმენტაცია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების საბოლოო ვადაა 2017 წლის 31 ოქტომბერი.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
სამცხე–ჯავახეთში 9 ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს [Photos]
თისელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
ვალეში ირქას ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მერენიას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ