FM97.5 / LIVE

პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.04.2017
საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

გიორგი კვირიკაშვილი ქართველი სპორტსმენების წარმატებებს გამოეხმაურა.

„მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთ კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის. 22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია. საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა. მოგეხსენებათ, ფრანგული სკოლა რამდენად ძლიერია ამ მიმართულებაში და ეს ნამდვილად არის ძალიან ღირსშესანიშნავი წარმატება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალური სპორტის მიმართულებების, ასევე - მასობრივი სპორტის განვითარება საქართველოში, ბავშვების მაქსიმალური ჩართვა სპორტის სახეობებში და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „Check in Georgia Sport“-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ექვსი ოქროს მედალი–ახალციხელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
ახალციხელმა მძლეოსანმა ბაქოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღეს
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
ახალციხელმა კამალ ხახუტაძემ ტაეკვანდოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს