სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, რეპორტაჟი25.04.2017ეს რელიგიური დღესასწაული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ერთმანეთის გაცნობის იშვიათი შესაძლებლობაა.
აღდგომასთან დაკავშირებული ეს გასაოცარი ტრადიცია მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სომხურ სოფელ კუმურდოში არსებობს. აქ არამხოლოდ უშუალოდ აღდგომის დღეს აღნიშნავენ, არამედ მომდევნო სამ კვირადღესაც ზეიმობენ. მასალა სოფლის ამ დღესასწაულზე, გამოცემა "ჯემნიუსმა" მოამზადა.
აღდგომა წელს 16 აპრილს იყო, 22-ში კი აქ წმინდა კვირადღე აღნიშნეს, ასევე მეორე აღდგომა და მწვანე კვირა და წითელი კვირა – ყველაფერი ერთად. დღესასწაულებს დაემთხვა ახლახან აგებული სურბ ხაჩის ეკლესიის საზეიმო გახსნაც.
რიტუალი ასეთია: დილაუთენია ქალები და ბავშვები სალოცავად მწვანე სამლოცველოში ან ტაგუტას ეკლესიაში მიდიან. შუადღისთვის კი მწვანე სამლოცველოსთან უკვე მთელი სოფელი იყრის თავს.
მეორე აღდგომა წელს სოფლისთვის ორმაგი დღესასწაული იყო – ამიერიდან მათ საკუთარი მოქმედი ეკლესია ექნებათ. სურაბ ხაჩის ახალი ეკლესია ძმებმა – საიატ და ხაჩიკ საარიანებმა ააგეს, და საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა, ეპისკოპოსმა ტერ ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა.
სოფელი კუმურდო ჯავახეთის რეგიონის ყველა სოფლებს შორის იმით გამოირჩევა, რომ აქ თითოეული საეკლესიო ცერემონია და სახალხო ტრადიცია განსაკუთრებული ენთუზიაზმით და ზეიმით აღინიშნება. ყუმურდოში საეკლესიო დღესასწაულები – ნამდვილი სახალხო ზეიმებია.
მწვანე კვირადღე – უნიკალური შესაძლებლობაა გოგო-ბიჭებისთვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ.
ბებია ვარდუში ამბობს, რომ სოფლის ახალგაზრდებს ყოველთვის არ აქვთ საბედოს გაცნობის შესაძლებლობა: „ჩვენს სოფელში გოგონები შინიდან არ გამოდიან და ვაჟებმა სად უნდა ნახონ“.
იმ დროს, როდესაც მამაკაცები მატახს ამზადებენ (მსხვერპლშეწირვა), ქალები სუფრას შლიან, ბავშვები თამაშობენ და მთელი სოფლის გარშემო დარბიან. აქ ახალგაზრდებს იმის დრო აქვთ, რომ ერთმანეთს ორიოდე სიტყვით გაესაუბრონ.
შემდეგ დღესასწაული იწყება – პირველ რიგში ნაციონალური ცეკვები, აშუღური და თანამედროვე სიმღერები.
წელს სოფლელებს ადგილობრივი ანსამბლი „ვაჩიანი“ და სომხეთიდან ჩამოსული საცეკვაო და სასიმღერო ეთნოგრაფიული ანსამბლი „სასუნიც“ შეუერთდნენ.
აქ ერთი ასეთი ტრადიციაც არსებობს. ახალგზრდა პატარძლების დედამთილები მუსიკას უკვეთავენ, რძლებს საცეკვაოდ იწვევენ და ხელში ფულს უდებენ (ხალხში ამას შაბაშს ეძახიან). ახალგაზრდა ქალები თვალებდახრილები უნდა იყვნენ.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია კვირას 23 აპრილს „ახალ აღდგომას აღნიშნავს“. ამ დღეს ტრადიციულად ისევ ქრისტეს აღდგომას იხსენებენ და ეკლესიის დაფუძნებასა და გაძლიერებას ზეიმობენ.
წმინდა აღდგომის შემდგომ მეორე კვირას აშხარამატრანი ან მწვანე კვირადღე ეწოდება. აშხამატური ცნობილ სამლოცველოს ან ეკლესიას ნიშნავს. ის იმ პირველი ქრისტიანული ეკლესიის გახსენებაა, რომელიც ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. სახელი „მწვანე“ ამწვანებულ, აყვავებულ ბუნებას და სიცოცხლეს უკავშირდება.
მასალა მომზადებულია აღუნიკ აივაზიანის მიერ, სპეციალურად, "ჯემნიუსისთვის".