FM97.5 / LIVE

24 აპრილიდან იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.04.2017
სლოგანით ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი! – 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა.

24 აპრილიდან იმუნიზაციის კვირეული დაიწყო

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

უწყების ცნობით, მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, სერთიფიცირებულია როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია;

1988 წლიდან 2015 წლამდე პოლიომიელიტით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 99%-ით იკლო, რაც ნიშნავს 350 000 შემთხვევის 74 შემთხვევამდე შემცირებას.

წითელასა და წითურას ელიმინაციის ევროპის რეგიონული ვერიფიკაციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნების მიხედვით, 2016 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 37 ქვეყანაში შეწყდა ენდემური წითელასა და/ან წითურას გავრცელება.

მაგრამ, მიუხედავად მიღწევებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან

- ყოველწლიურად, ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში 10.7 მილიონი ახალშობილიდან 650,000 არ იღებს დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო აცრების სამდოზიან კურსს ერთი წლის ასაკამდე;

- 2015 წელს გლობალურად დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 134 200 შემთხვევა - თითქმის 367 შემთხვევა დღეში ანუ 15 შემთხვევა საათში;

- 2017 წლის იანვარში ევროპის რეგიონში დაფიქსირდა 559 წითელას შემთხვევა, აქედან 474 დაფიქსირდა 7 ენდემურ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, საფრანგეთი, შვეიცარია);


2017 წლის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წითელასა და წითურას ელიმინაციის, პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს.

2017 წელს ბოლოს საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა. აცრები ჩატარდება 9 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

[sknews.ge]


13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

12.06.2019 ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება

11.06.2019 სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.06.2019 ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

14.06.2019 ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია

14.06.2019 ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...

14.06.2019 საპატრიარქო ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ევროპის იმუნიზაციის კვირეულს ახალციხე უერთდება
ექიმი გვირჩევს: რატომ უნდა ავცრათ პატარები [Video]
ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
ექიმი გვირჩევს: იმუნიზაციის აუცილებლობა [Audio]
'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა