FM97.5 / LIVE

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2017
დღეს, 21 აპრილს, ფოტოკონკურსის „ტურისტის თვალით დანახული ახალციხე“ გამარჯვებულები გამოავლინეს და დააჯილდოვეს. პირველი ადგილი ერგო ფოტოს, რომელზეც არყის გამოხდის ტრადიციაა ასახული.

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება

ფოტოკონკურსი ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ, ორი კვირის წინ გამოაცხადა. კონკურსზე 40–მდე ფოტო შევიდა. ნამუშევრები ახალციხის სკოლების მოსწავლეებმა გააგზავნეს.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ფსიქოლოგი, მხატვარი და პროკურატურის თანამშრომელი, სამი საუკეთესო ფოტო შეარჩია. გამარჯვებულები დღეს სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ფოტოკონკურსში პირველი ადგილი მეხუთე საჯარო სკოლის მეთერმეტე კლასის მოსწავლემ ნათია მაჭავარიანმა დაიკავა. მეორე ადგილი პირველი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეს ამირან ჯინიუზაშვილს ერგო. მესამე ადგილი კი მეხუთე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ საბა ვარდიძემ დაიკავა.

„ჩემი ფოტო ასახავს ჩვენი რეგიონის ერთ–ერთ ტრადიციას, სადაც ერთი ადამიანი არყის გამოხდით არის დაკავებული, მეორე დოლზე დაკვრით ირთობს თავს. ეს არ იყო დადგმული ფოტო, ეს იყო ბუნებრივი პროცესი“, – გვითხრა ნათია მაჭავარიანმა.

ფოტოკონკურსი რაიონულმა პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მოაწყო. პროექტს საქართველოს პროკურატურა 2006 წლიდან ახორციელებს და მასში სკოლის მოსწავლეები სხვსდსხვა აქტივობებით არიან ჩართულნი.

„ჩვენ დავინტერესდით სკოლის მოსწავლეების აზრით, მათ ფოტოებით უნდა გადმოეცათ რა აინტერსებს ტურისტს. ამით ჩვენ ერთგვარი კვლევაც ჩავატარეთ“, – აცხადებს ახალციხის რაიონული პროკურორი დავით ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, პროკურატურა მსაგვსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
მეორე ადგილი

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
მესამე ადგილი

როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
გამარჯვებულები

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.04.2020 4 აპრილს საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქია მოსალოდენლი

03.04.2020 ‘სამხრეთის კარიბჭეს ტელეფონი იციან და ჩვენი არა?!’ – ადიგენის მერის პასუხი აბასთუმნის მოსახლეობას

03.04.2020 წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს 10-15 ადამიანი დაესწრება

03.04.2020 რა შემთხვევაში გააგრძელებენ კომპანიები მუშაობას – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
როგორ ხედავენ მოსწავლეები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
პროკურატურის შეხვედრა პირველი სკოლის უფროსკლასელებთან
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ახალციხელი უფროსკლასელები მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ახალციხის რაიონული პროკურატურა ქალაქის სკოლებში კვიპაროსებს რგავს