სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 21.04.2017
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე, სოფელ რუსთავის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

შემთხვევა დღეს, 21 აპრილს, საღამოს მოხდა. როგორც ერთ–ერთმა თვითმხილველმა "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, ერთმანეთს სატვირო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი, სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა, სამი მათგანი კლინიკა "იმედში", ორი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

"14 წლის გოგონას გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი, მამაკაცს ხელის ძვალი, ქალბატონს კი თავის ზედაპირული ტრამვა აქვს ჭრილობებით. სერიოზული არცერთი არ არის. ამბულატორიულ დაკვირვებას გადიან და გავწერთ ბინაზე", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკა "იმედში".

სერიოზული დაზიანებები არც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილ დაშავებულებს ჰქონდათ.

"ორი დაზარალებული შემოიყვანეს, ჩაუტარდათ შემოწმება და უკვე გაწერეს", – განაცხადეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
სოფელ რუსთავთან ავარიის გამო სამი ახალგაზრდა  დაშავდა
ახალციხეში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად დაზარალებული გოგონა  თბილისში გადაჰყავთ
ავარია სოფელ უდესთან – ერთმანეთს სამგზავრო 'მარშუტკა' და ჯიპი შეეჯახნენ