სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.04.2017
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, არტაანის გუბერნატორის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში

ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთსა და არტაანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივ ტრანსსასაზღვრო პროექტებზე მსჯელობა იყო.

სამხარეო ადმინისტრაციიის ცნობით, არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან იბრაჰიმ ოზეფესთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, მისი მოადგილე ანზორ სვანიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე. შეხვედრებს ესწრებოდნენ ტარპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და მისი მოადგილე გიორგი ყუშიტაშვილი.

არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე მხარეები მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.

ქართველ სტუმრებს სპეციალურად მომზადებული სლაიდების საშუალებით არტაანის რეგიონის ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ცენტრებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არტაანში მშენებარე სამთო-სათხილამურო ცენტრზე, სადაც ამ დროისთვის დასრულებულია ცენტრის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ ეტაპზე საბაგირო გზების მშენებლობა მიმდინარეობს.

მათი თქმით, იმედია ცენტრი მომავალში, არამარტო სათხილამურო, არამედ სამთო კურორტის მნიშვნელობასაც შეიძენს. აქ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი, მცენარეთა ნაირფეროვნება და ულამაზესი ხედები სამთო-სათხილამურო კურორტის განსავითარებლად ყველა საჭირო პირობას ქმნის.

თავის მხრივ, მასპინძლებს ქართულმა მხარემაც საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმისა და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოცდილება გააცნეს. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტების - ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და თეთნულდის განვითარების, აქ დანერგილი სერვისების და სამომავლოდ ამ სფეროში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ მხრივ არტაანსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში მას სამთო და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევები ექნება.

თურქული მხარის თხოვნით საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარების, საჭირო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მომავალში ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა არტაანის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა და ტექნიკური საკითხების განხილვა. ტექნიკური ჯგუფი ორი რეგიონის ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ამოქმედებისა და ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განხორციელების მიზნით იმუშავებს.

ვიზიტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთიდან მიწვეულ სტუმრებს არტაანის უნივერსიტეტშიც უმასპინძლეს და იქ არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები გააცნეს. ტრადიციულად საპასუხო ვიზიტით არტაანიის მხარის დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ზაფხულში ეწვევა.

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამთო კურორტებზე სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები განთავსდება
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
სამცხე–ჯავახეთს  იაპონიის დელეგაცია ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთს  არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ეწვევიან