სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 21.04.2017
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, იქ სადაც რამდენიმე საუკუნის წინ, მესხური ვაზის ჯიშები იყო გაშენებული და მეღვინეობა იყო განვითარებული, ახლა მხოლოდ ძველი მარნებია შემორჩენილი. ადგილობრივების ნაწილი მარნებს საქონლის სადგომად იყენებს.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

სოფელ ნიჯგორში, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე ძველი მარნებია შეფენილი. მიწური სახლების უმეტსეობა დანგრეულია, ნაწილი კი, რომელიც გადარჩენილია და მყარად დგას, მეპატრონეს ბოქლომით აქვს დაკეტილი, შიგნით შესვლა, მათი ნებართვის გარეშე, შეუძლებელია.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] ნანა გოგოლაძე ამ ადგილებს ყოველდღიურად სტუმრობს, – მარანში ახლა საქონელი ჰყავს. ამბობს, რომ მარნების ნაწილი სოფელ საროში მცხოვრებლებს ეკუთვნის, ნაწილი კი ნიჯგორელებს: „უმეტესობა მოსახლეობის, საროდან არის ჩამოსახლებული, მეც საროდან ვარ“.

მისი თქმით, საუკუნეების წინ, მესხური მარნების გვერდით ვენახები იყო გაშენებული. მეღვინეობა ამ სოფლებისთვის ერთ–ერთი ძირითადი საქმიანობა იყო. რამდენიმე ადგილზე დღემდეა შემორჩენილი ქვის საწნახელიც. ახლა მიმდებარე ტერიტორიაზე თუთის უზარმაზარი ხეებია.

„საროდან ჩამოდიოდნენ, მთელი დღის განმავლობაში აქ მუშაობდნენ, წურავდნენ ღვინოს. თუთისგან ტყლაპს, არაყს და ბაქმაზს ამზადებდნენ, ვინც ვერ ასწრებდა სოფელში დაბრუნებას, აქვე იძინებდნენ“, – იხსენებს ნანა გოგოლაძე.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] ისტორიკოსის თინა იველაშვილის განმარტებით, გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის მიხედვით, ნიჯგორს ადრე ნიჯღორა რქმევია, სოფელში 34 კომლი ცხოვრობდა.მე–17 საუკუნიდან, მტრისაგან თავდასაცავად, ნიჯგორის მოსახლეობა, მთლიანად საროში ასულა. ამ პერიოდიდან შემორჩა მიწური შენობები ნიჯგორს, რომელსაც ახალა მარნებს უწოდებენ, მანამდე ამ შენობებში ადგილობრივები ცხოვრებდნენ. საროს მოსახლეობის ნაწილი უკან, ნიჯგორში მე–20 საუკუნის 60–იან წლებში ჩამოსახლებულა.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo] მესხური მარნები პატარა, მიწური ოთახებია. მარანი ერთი თვალისაგან (ოთახისგან) შედგება, მას აქვს ბუხარი ცეცხლის დასანთებად , ერდო სინათლის შესაღწევად, დოლაბი ჭრაქის ან ლამფის დასადებად, ქვის ტახტი ლოგინის გასაშლელად და თაროები სალათებისა და ჭურჭლის დასაწყობად. თითოეულ მარანს ახლაც აქვს ხის კარი და ხისავე ინდივიდუალური გასაღები. მარნების განაპირას დღემდეა შემორჩენილი მეჩეთის ნანგრევი, რაც ადასტურებს, რომ აქ ერთ დროს მაჰმადიანი ქართველები ცხოვრობდნენ.

ნანა გოგოლაძე ამბობს, რომ ძველ მარნებთან ხალხმრავლობა მხოლოდ ზაფხულობითაა, მაშინ, როცა ადგილობრივები თუთის ხეებს არხევენ და ტყლაპს, ბაქმაზს, თუთიხმელს და თუთის არაყს ამზადებენ.

ყველა ამ პროდუქტს ნიჯგორის მცხოვრებლები მერე, მთელი წლის განმავლობაში, გზებზე უცხოელ ტურისტებზე ყიდიან.

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
მარნის ჭერი


საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
მეჩეთის ნანგრევი


საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]
ყურძნის საწური


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მესხური ნობათი სოფელ ნიჯგორიდან [Photo]
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საროში კიდევ ერთ დარბაზს მიენიჭა
რას უპირებს მშენებელი შენობაში მოყოლილ ხეებს [Photo]
სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]
საროში, მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა