"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2017
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევისას გათვალისწინებული იყო: დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლებისა და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომანქანები შეადგენს. ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.

კვლევის მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს.

"2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა", – ვკითხულობთ კვლევაში.

[sknews.ge]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.08.2017 დაბის გზის პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს – სოფელში მძიმე ტექნიკას ელოდებიან

22.08.2017 პრემიერი: სამაშველო ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდება

22.08.2017 დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება

21.08.2017 პრემიერი: დაბაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება
საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა
შსს–ს განცხადება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების შესახებ
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა
საქსტატი: საქართველოში შობადობის მაჩვენებელი შემცირდა
საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა