FM97.5 / LIVE

ივანიშვილი: ”ხათუნა როცა გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”

მთავარიეკონომიკა 14.03.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით თავისი პოზიციები გააჩნიათ, როგორც გარემოს დაცვის. ასევე ენერგეტიკის სამინისტროს და ორივე უწყების ხელმძღვანელი თავისი პოზიციის დასაცავად ”ბობოქრობს”, რაც ნორმალური პროცესია.

ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”
ფარავნის ჰესი

”სამხრეთის კარიბჭეს” კითხვაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მშენებარე ჰესების თემას ეხებოდა, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა, რომელიც იწვევდა დიდ კითხვებს და დიდ ეჭვებს, დროებით შეჩერებულია.

- ”ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, კარგად უნდა დავრწმუნდეთ ეფექტურობაში. გასაგებია, რომ ნებისმიერი ჰესის მშენებლობა უკვალოდ, მინუსის გარეშე არ ხერხდება, ბუნებას რაღაც აკლდება, რაღაც პროცესები ირღვევა, მაგრამ ეს უნდა იყოს მოყვანილი შესაბამისობაში, რომ რასაც ვღებულობთ, მეტი არ დავკარგოთ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ჰესები ნამდვილად სჭირდება საქართველოს, მაგრამ საჭიროა ყველაფრის ზუსტად გათვლა, იმისთვის რომ სარგებელი არ იყოს მოკლევადიანი და მომავალში არ მოჰყვეს სერიოზული ზიანი.

- ”ძალიან მკაცრი მინისტრი გვაყავს გარემოს დაცვის და ძალიან აქტიურობს. ბუნება უნდა შევუნახოთ შვილებს. შეიძლება დროებით ჩვენ მივიღოთ რაღაც სარგებელი და მომავალში მივიღოთ უარესი. ორი მხარეა, ორივე მხარეს ვაძლევ მე თავისუფლებას. ხათუნა როცა გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს, რომ ენერგია გვჭირდება. მთავრობაში ხშირად ხდება ასე, ნორმალურია ორივე მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიცვას თავისი სამინისტრო”, - აცხადებს პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობით ბევრი ინვესტორია დაინტერესებული. მისი თქმით, რადგან ამბობენ, რომ მსოფლიოში ნავთობის მარაგი 50 წლის სამყოფი დარჩა, განახლებად ენერგიას დიდი ფასი ექნება, ამ მხრივ კი საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს. თუმცა: ”უნდა ვიყოთ ფრთხილად. ერთი მხრივ უნდა მივიღოთ ენერგია და ეს აუცილებელია, როგორც საფინანსო სისტემაში ბანკების გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებ თუ არ არის ბანკი და ფინანსი. შემდგომ თუ მივიღებთ საკმარის და ჭარბ ენერგიას, ჩნდება უკვე კითხვები. ჩვენ თუ ამდენი ჰესი ავაშენეთ, შეიძლება ისეთი საწარმოებიც აშენდეს საქართველოში, რომლების წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება. ვთქვათ, ალუმინის გადასამუშავებელი საწარმო და ამის მსგავსიც კი, რაზეც მე თავში წარმოდგენაც არ მქონდა. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე მთელ საქართველოში. კარგია ჰესები, მაგრამ მომავალი არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს”.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში ორი დიდი ჰესი შენდება: ”ფარავნის ჰესი” და ”მტკვარიჰესი”. ბოლო პერიოდში ორივე ჰესზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. ”მტკვარიჰესი” ინვესტორმა დატოვა, ”ფარავნის ჰესიდან” კი მშენებელი კომპანია გავიდა. დღეის მდგომარეობით ”მტკვარიჰესზე” სამუშაოები ისევ შეჩერებულია. ”ფარავნის ჰესზე” კი ახალი მშენებელი კომპანია გამოჩნდა. გარემოს დამცველების შეფასებით, ორივე ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს. გარდა ამისა, ჰესების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივები დღემდე ელიან კომპენსაციებსაც.

სამცხე-ჯავახეთში მშენებარე ჰესებზე ახალციხეში ვიზიტისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ”ფარავან ჰესს” ბიოროკრატიული პრობლემები ჰქონდა მემორანდუმთან დაკავშირებით, ”მკტვარი ჰესის” მშენებლობა კი ფინანსური საკითხების გამო შეჩერდა”.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ორი წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ‘მტკვარიჰესის’ მშენებლობა განახლდება
ენერგეტიკის მინისტრი ”ფარავანის ჰესით” დაინტერესდა
რა საფრთხეებს შეიცავს სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა
სამცხე-ჯავახეთში 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი
”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს
ფარავნის ჰესი