სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ხვალიდან დასუფთავების აქციის კვირეული იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2017
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, იწყება დასუფთავების აქციის კვირეული, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში 22 ათასამდე ადამიანი ჩაერთვება.

ხვალიდან დასუფთავების აქციის კვირეული იწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 1-20 აპრილის მონაცემებით გამოვლენილია გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა, აქედან:

• მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლი) - 129 ფაქტი;
• სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი) - 5 ფაქტი;
• შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) - 1 ფაქტი;
• ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლი) - 2 ფაქტი;
• მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა (ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლი) - 12 ფაქტი;
• სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლი) - 2 ფაქტი.

უწყების ცნობით, გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქის მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და ქალაქ თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები. ხოლო, რეგიონებში, ასევე 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

დასუფთავების აქციის კვირეულში – „სუფთად ევროპისკენ“ - მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან.

კამპანიის მხარდამჭერები არიან შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქსელი (CENN).

კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:
● სუფთა რეგიონი
● სუფთა ქალაქი
● სუფთა მუნიციპალიტეტი
● სუფთა სოფელი
● სუფთა ქუჩა
● სუფთა ეზო

კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.

კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება
გარემოს დაცვის სამინისტრო ‘ჭიაკოკონობას’ საბურავების დაწვას გააკონტროლებს
გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული
მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ