FM97.5 / LIVE

მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.04.2017
სახლში დასაწყობებული და პირუტყვის საჭმელად ან დასალპობად განწირული მოსავალი, რომლის მოყვანა ფერმერებს ათასობით ლარი დაუჯდათ;

მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი

საგაზაფხულო ხვნა–თესვა აქტიურ ფაზაშია, თუმცა, ფერმერების გარკვეული ნაწილი ნიადაგების დამუშავებას არ ჩქარობს. გარდა იმისა, რომ ფერმერები გაძვირებულ საწვავსა და ტექნიკას უჩივიან, ამბობენ, რომ გასულ წელს, მოწეული მოსავალი ვერ გაყიდეს, ან იმდენად დაბალი სარეალიზაციო ფასი იყო, რომ მისი მოყვანის ხარჯი ვერ დაფარეს.

„იმდენს დავთესავ, რომ შემოდგომით ბავშვებს ახალი კარტოფილი ჰქონდეთ“, – გვეუბნება სოფელ ბოლაჯურის მცხოვრები გულიკო კაპანაძე.
კარტოფილი სახლში აქვს დასაწყობებული სოფელ არლის მცხოვრებ გივი კაჭკაჭიშვილსაც. არაერთი მცდელობა, პროდუქტი დედაქალაქში წაეღო და ჩაებარებინა, არ გამოუვიდა: „აქ საერთოდ ვერ ვყიდით, არაერთხელ წავიღე მეუღლესთან ერთად თბილისში, რომ სადმე მაინც ჩამებარებინა. მაგრამ, ყველგან, 1 კილოგრამი კარტოფილი 10 თეთრი დამიფასეს, მეც ავდექი და უკან წამოვიღე“.

გივი ამბობს, რომ ერთადერთი ოჯახი არ არის სოფელ არალში, ვისაც მოწეული მოსავალი სახლში ულპება: „ხალხმა სესხები აიღო, ათასობით ლარი დახარჯა, რომ სარგებელი მიეღო, მაგრამ ვერ გაყიდა და ახლა სახლში ტონობით ულპება“.

მესხი ფერმერებისათვის პრობლემა მხოლოდ კარტოფილის რეალიზება არ არის. იგივე პრობლემები აქვთ მათ, ვისაც კომბოსტო მოჰყავს.
„კაცი არ არის მომკითხავი“, – გვეუბნება სოფელ ჩორჩნის მკვიდრი დიმიტრი ტაბატაძე და ამატებს, რომ სოფლის მცხოვრებთა 80 პროცენტი მის მდგომარეობაშია, – „ვისაც ტრანსპორტი ჰყავს, მიაქვთ დიდ ქალაქებში გასაყიდად. იმასაც, ხეირს ვერ ნახულობენ და კაპეკის ფასებში აბარებენ, ჩვენ გვილპება. ალბათ ცოტა ხანში გავიტან და გადავყრი“.

დიმიტრი ტაბატაძე აქვე ამბობს, რომ იყო წლები, გადამყიდველები სახლში აკითხავდნენ და ერთ კილოგრამ კომბოსტოს 1.50 ლარად იბარებდნენ, მაგრამ ახლა 20 თეთრადაც კი აღარ ყიდულობენ: „ჯანდაბას ჩემი შრომა, ვიხვეწები, რომ როგორმე გაიყიდოს და არ დამილპეს, მაგრამ არ უნდათ“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, გასულ წელს, რეგიონში 18 825 ჰექტარზე მხოლოდ კარტოფილი დაირგო, საინადაც ფერმერებმა 350 667 ტონა მოსავალი მიიღეს. რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ ყველაზე კარგი მოსავალი ნინოწმინდა–ახალქალაქის ფერმერებმა მიიღეს, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კი, გასულ წლებთან შედარებით, მოსავლიანობა ნაკლები იყო, რაც ცივმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

რაც შეეხება, კომბოსტოს ნარგავებს, რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, წელს კომბოსტოს 254 ჰექტარი ეკავა. ფერმერებმა 12 994 ტონა მოსავალი მიიღეს. კარტოფილის მსგავსად, მოსავლიანობა აქაც მაღალი იყო.

სამმართველოში ამბობენ, რომ ფერმერებს კარტოფილის რეალიოზება არ უნდა გასჭირვებოდათ, რადგან ამის რესურსი არსებობდა.

„მაგალითად,ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აზებაიჯანიდან შემოსული ტარილერები დგას და კარტოფილს იბარებენ, იგი ვე მდგომარეობაა მაგალითად ვალეშიც“, –ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს დირექტორის მოადგილე მამუკა თამარაძე და ამატებს, რომ კილოგრამი კარტოფილი 40–60 თეთრი ღირს.

ახალქალქი–ნინოწმინდისაგან განსხვავებით, რატომ ვერ ახდენს ადიგენის მოსახლეობა მოსავლის რეალიზებას, თამარაძე გამნმარტავს, რომ მყიდველები მუნიციპალიტეტეს კარტოფილის რაოდენობის მიხედვით არჩევენ: „ადიგენში არ აქვთ, იმდენი მოსავალი, რომ ტრაილერები ავიდნენ და ჩაიბარონ, ამიტომ უჭირთ მათ რეალიზება“.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
ფერმერების ‘ძვირი გაზაფხული’ [Photos]
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]