სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 20.04.2017
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალციხეში, პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელის ჯერ კიდე, გასული, 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, მიმდინარე წლის მაისში დამთავრდება.

განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

„სამწუხაროდ მშენებლობის პროცესი გაჭიანურდა, თუმცა ამჯერად გვარწმუნებენ კონტრაქტორები, რომ მაისში დაასრულებენ მუშაობას“, – უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ პირველ სკოლაზე დასმულ კითხვას.

უწყების პირველი პირი ირწმუნება, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, იმსათვის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდეს: „მოგეხსენებათ, რომ კონტრაქტორების შერჩევა ხდება ტენდერით და სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ, ან ისეთი კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი გამოცდილება. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაპირება ამჯერად იყოს შესრულებული და მაისში შენობა სრულად დასრულდეს“.

ჯეჯელავას განცხადებით, მიუხედავად დროში გაწელილი რეაბილიტაციისა, ამ სკოლის მოსწავლეეებისთვის სასწავლო პროცესი ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს: „არაკომფორტულია, პირველის სკოლის პედაგოგებიც და მოსწავლეებიც განაწილებული არიან სხვადასხვა სკოლებში, თუმცა, იქაც ყველა პირობაა შემნილი ნორმალური სასწავლო პროცესისთვის“.

შეგახსენებთ, რომ პირველი სკოლის რემონტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებდა. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებდა ბრალს. დონორმა სკოლაში არსებული ვითარება შეისწავლა და მშენებელს, 2016 წლის 1 დეკემბრიდან, ვადისგადაცილებისთვის ჯარიმა დააკისრა.„ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ამბობენ, რომ პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა. 27 აპრილს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მშენებელი კომპანიის „ინტერ პლიუსის“ ფინანსური დირექტორი ლექსო მათიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან აცხადებდა, რომ სამუშაოები აპრილამდე დასრულდებოდა, თუმცა როგორ აღმოჩნდა ვადამ კიდევ ერთი თვით გადაიწია.

პირველი სკოლის მოსწავლეები ამ ეტაპზე სწავლობენ მესამე და მეექვსე საჯარო სკოლებში, მეორე ცვლაში. შედეგად, გამსხვილდა კლასები, მოსწავლეთა ნაწილი გადავიდა სხვა სკოლებში, აირია ცეკვის წრეები.

****

„ინტერ პლიუსი“ 2008 წელს კახეთში, სიღნაღში დაფუძნდა და მას 2010 წლამდე „ქიზიყი 2008“ ერქვა. კომპანიამ სახელი 2010 წელს, ანუ მას შემდეგ შიეცვალა, რაც ტენდერებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი ელექტრონულად გახდა. 2010 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე, კომპანიას მონაწილეობა მიღებული აქვს 270 ტენდერში; აქედან, 136 წააგო, 120 მოიგო, ერთი არ შედგა 13 კი მიმდინარეა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“
პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები