სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 20.04.2017
დროში აცდენილი საგნები და ტრენინგების ჩატარება არაქართულენოვანი პედაგოგებისთვის მშობლიურ ენაზე, – რა საკითხების მოგვარება სთხოვეს ახალციხელმა პედაგოგებმა განათლების მინისტრს.

არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

სოფელი საძელის სკოლის ერთ–ერთმა მასწავლებელმა, განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას უთხრა, რომ წინა წლებთან შედარებით იმ პედაგოგების რაოდენობა ვისაც გამოცდების ჩაბარება სურს, საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა მათ მშობლიურ ენაზე ტრენინგები არ უტარდებათ, ეს კი გარკვეულ დაბრკოლებებს უქმნით.

განათლების მინისტრის გამარტებით, წელს ტრენინგები ჩატარდება არა მხოლოდ სომხურ, არამედ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გარდა ამისა, ტრენინგები იქნება, არამხოლოდ მასწავლებელთა სახლში.

„მიზანი, რატომაც მასწავლებების სახლდან გამოვიტანეთ და გავშლეთ ტრენინგები, არის ის, რომ არჩევანი იყოს მდიდარი. ჩვენ გვინდა თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს კატალოგი ტრენინგებს, რომელშიც იქნება უამრავი ალეტრნატივა. პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება საგნის ტრენიგს გაივლის, უცხო ენის თუ უნარების. გვინდა, რომ ათობით განსხვავებული ვარიანტი იყოს“, – განმარტა შეხევდრაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ის პედაგოგები, რომლებსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვთ, თავად შეძლებენ ტრენინგების ჩატარებას: „ძალიან გვიხარია, რომ გაიზარდა ინტერესი პედაგოგების, მათ შორის არაქართულენოვანი პედაგოგების, სქემაში ჩართვის დაწინაურების. ყველანირი ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან“.

პედაგოგებმა მინისტრს ჰკითხეს სახელმძღვანელოებზეც. მათი თქმით, წიგნები დროშია აცდენილი და სწავლის დროს პრობლემას ქმნის.
„სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ყველას გვაქვს პრობლემა – კავშირი საგნებს შორის. მაგალითად, კვადრატული განტოლება ისწვალება მათემატიკაში მას შემდეგ, როცა მე ეს უკვე მჭირდება ფიზიკაში“, – განაცხადა სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორმა.
ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სახელმძღვანელოების პრობლემა მალე მოგვარდება.

„სექტემბრიდანხელი მიგიწვდებათ ახალ სახელმძღვანელოებზე, რომელიც ელექტრონულად იქნება, შესაბამისად, გექნებათ საშუალება ცვლილებები შეიტანოთ. ცხადია ეს არ იქნება იდეალური, მაგრამ, გაცილებით უკეთესი იქნება. შემდეგ წელს უკვე დაიბეჭდება და ახალი სახელმძღვანელოები გვქენება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ის წიგნები, რომელიც პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით დაიბეჭდება, არ იქნება შეუცვლელად ექვსი წლის განმავლობაში: „ყოველწიურად ექნება გამომცემელს საშუალება, რომ განაახლოს, ანუ კონკურენცია გამძაფრდება“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 აპრილს ახალციხეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმყოვებოდა. მან 300–მდე პედაგოგს, განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა
არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე დაიწყო
ალექსანდრე ჯეჯელავა:ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა