FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილი: „ზოგან არც ისეთი გამგებელი დაინიშნა, როგორიც საჭირო იყო“

მთავარიპოლიტიკა 14.03.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საკადრო ცვლილებები განვითარდა ქაოტურად და ცდომილებებით და ეს არ იყო მისგან მართული.

ბიძინა ივანიშვილი:  „ზოგან არც ისეთი გამგებელი დაინიშნა, როგორიც საჭირო იყო“
საკადრო ცვლილებებზე ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხდა.

ივანიშვილი ამბობს, რომ მისი სურვილი იყო, ამ პროცესებს ხმაურის გარეშე ჩაევლო. თუმცა, ამავე დროს, ეს ყველაფერი იყო ბუნებრივი, რადგან „9 წლის შემდეგ მოსახლოებას პირველად მიეცა ხმის ამოღების საშუალება“: „მე ვეთანხმები, რომ ეს პროცესები არ იყო მართული და ცუდად განვითარდა ზოგიერთ შემთხვევაში. თუმცა ეს არ არის ჩვენი ბრალეულობა, ეს მოხდა იმის შემდეგ, რომ 9 წლის განმავლობაში ხალხს ხმა არ ამოეღებოდა, როგორი მმართველობაც იყო, ის მკაცრი ცენტრალიზებული, ისეთი იყო. ახლა დაიწყეს ხალხმა არჩევა და ხშირად ამას აკეთებენ კოორდინაციის გარეშე, უმართავად და ცუდად ვითარდებოდა ეს პროცესები, მაგრამ მე ამაში არ მინდა არც ბოდიში მოვიხადო, არც ჩემი ბრალეულობა ვაღიარო, ეს არის შედეგი იმის, რაც ჩვენ გვქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზოგან „არც ისეთი გამგებელი დაინიშნა, როგორიც საჭირო იყო“: „ეს არ არის ჩემთვის გასაოცარი. ეს პროცესები როგორც კი განვითარდა სწრაფად და გაურკვევლად, ცდომილებები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მაჟორიტარი შეიძლება ჩაერია ზედმეტად“.

თუმცა, აქვე პრემიერმა განაცხადა, რომ პროცესები არც ისე ცუდად განვითარებულა: „არავინ ზედმეტად არ დაზარალებულა, არ დანგრეულა და არ დამწვარა. თუ გადაავლებთ თვალს რა ხდება დღეს მსოფლიოში, ჩვენ აქაც თუ გნევაბთ დიდი კულტურა ვაჩვენეთ. თუმცაღა, რა თქმა უნდა უკეთესად შეიძლება ყოფილიყო. უკეთესად შეიძლება ყოფილიყო მართული“.

ივანიშვილის ეს პასუხი ფოთელი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ფოთში კადრების დანიშვნის საკითხს მაჟორიტარი ეკა ბესელია წყვეტს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბესელიას შესახებ კონკრეტული ფაქტები არ აქვს, მაგრამ თუ ის ნამდვილად ერევა და აცხადებს, რომ ფოთი მას ჩააბარეს, პარტიიდან გაირიცხება: „მე არ ვიცი ბესელიას შესახებ კონკრეტულად, თეორიულად გპასუხობთ მხოლოდ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ განვითარებული პროცესები ძალიან ცუდად გამოიკვეთა, როგორც არასამთავრობოებში, ისევე ევროპელებისა და ამერიკელებისთვისაც“.

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ივანიშვილი: 'ჭელაში განვითარებული მოვლენები ხელოვნურადაა წამოწეული'
ივანიშვილი: ”ხათუნა როცა  გამოდის, გაჩერება უნდა ყველაფრის, მეორე მხრიდან კალაძე ბობოქრობს”
ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
ივანიშვილი: მინდა დავიწყო ექსპერიმენტი, რომ აბასთუმანი გახდეს ელექტრომანქანების რეგიონი