სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის’ – ჯეჯელავა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.04.2017
‘ვინც ვერ მოირგო მასწავლებლობა, უნდა წავიდეს. ასაკს რაც შეეხება, თქვენც გინახავთ და მეც 25 წლის მკვდარი და 65 წლის ნორჩი. ყველა მკვდარი, ვინც გაკვეთილს ვერ ატარებს, უნდა წავიდეს, ყველა ცოცხალი უნდა დარჩეს’,–განაცხადა განათლების მინისტრმა ახალციხეში შეხვედრაზე, რომელსაც 300–მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

‘ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის’ – ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე. ფოტო: © განათლების სამინისტრო

მასწავლებლებთან შეხვედრა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგების მიმართ გაჩენილ ნეგატიურ დამოკიდებულებებზე საუბრით დაიწყო. ამ თემას დაუკავშირა მასწავლებელთა შეფასების სქემაც: „კერძო და საჯარო სკოლაში ერთად 66 000 პედაგოგია. რაც შეეხება მოსწავლეების რაოდენობას, განსაკუთრებით რეგიონებში, საგრძნობლად შემცირდა. ყველა ქალაქებში წავიდა, ნაწილი ქვეყნიდანაც, შობადობაც შემცირდა 90–იანი წლების შემდეგ. 1987 წელს საქართველოში 100 000 ბავშვი დაიბადა, 2005 წელს, როცა იყო ყველაზე მცირე შობადობა, – 47 000. ამ პერიოდის განმავლობაში პედაგოგების რაოდენობა არ შემცირებულა, ამან გამოიწვია ბრძოლა საათებისთვის და ეს ძალიან მტკივნეული და ცუდი აღმოჩნდა“.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი უცხოელი კონსულტანტი ჩამოდიოდა, ვინც ფიქრობდა, რომ ამდენი მასწავლებელი საჭირო არ იყო: „ძალიან ცუდია, მაგრამ საქართველოში პედაგოგების მიმართ დაიწყო ნეგატიური ტენდენცია. პირველი – აგდებულად საუბარი პედაგოგებზე, რაც თქვენ მტკივნეულად გაქვთ გადატანილი, და მეორე, ორგანიზაციური“.

განათლების მინისტრმა თქვა, რომ მიუღებელი იყო შეფასების სქემაში მითითებული ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ თუ პედაგოგი გამოცდას ვერ ჩააბარებდა, უნდა წასულიყო სახლში: „ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის. ვემუქრებით ადამიანებს, რომლებსაც 30 წელზე მეტი აქვთ ნამუშევარი, როცა არ იყო შუქი, ხელფასი, როცა ქუჩებში ავტომატებს ისროდნენ, ამ დროს სკოლა ერთი დღით არ დაკეტილა. ამ ხალხს ვემუქრებით და დავდევთ. ეს ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა“.

მინისტრმა პედაგოგებს განუმარტა, რომ პირველი, რაც სქემიდან ამოიღო, იყო მუქარა: „ბოლო წინადადება შევცვალე და დავწერე, „თუ არა და იყავი მასე“. ჩვენ ვცდილობთ, დირექტორების დახმარებით, სკოლაში უფროსი მასწავლებელების პროცენტული მაჩვენებელი გავზარდოთ, მიზნები დავუსახოთ“.

თუმცა, მისი არასწორად გაიგეს: „არ გაშინებთ, არ გემუქრებით, პრაქტიკოსობა არის სავსებით შინაარსიანი არჩევანი. არავინ შეგეხება, სამსახური გექნება. ეს როგორც კი შევცვალეთ სქემაში, მივიღეთ კრიტიკის ქარ–ცეცხლი. ე.ი არავინ უნდა წავიდეს სკოლიდან – ასე გაიგეს ჩემი მოსაზრება. მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, სკოლიდან უნდა წავიდეს ის ხალხი, ვინც წასასველია. ვინც ვერ მოირგო მასწავლებლობა, უნდა წავიდეს. ასაკს რაც შეეხება, თქვენც გინახავთ და მეც 25 წლის მკვდარი და 65 წლის ნორჩი. ყველა მკვდარი, ვინც გაკვეთილს ვერ ატარებს, უნდა წავიდეს, ყველა ცოცხალი უნდა დარჩეს. მაგრამ ისიც არასწორია, ასაკოვანი დარჩეს და ახალგაზრდა წავიდეს, კარგი უნდა დარჩეს, ვინც ვერ ატარებს, უნდა წავიდეს“.

მინისტრმა ისაუბრა, როგორ უნდა წაიწიოს მასწავლებელმა სქემის მიხედვით: „პირველ რიგში, იქნება ტრენინგის და სწავლების ალტერნატივების რაოდენობა. თუ ადრე მასწავლებლის სახლი იყო ერთადერთი წყარო, ახლა სიტუაციები იცვლება. გვინდა პედაგოგს ასარჩევად ჰქონდეს, სად გაივლის ტრენინგს“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი 800–მა პედაგოგმა მიიღო. ჯამში უფროსი მასწავლებლის რაოდენობა 17 000– მდეა: „2016 წელს ცოტა პედაგოგი დაწინაურდა, წლევანდელი გეგმით, სავარაუდოდ 4–5 ათასამდე დაწინაურდება“.

უფროს მასწავლებლად დაწინაურებულ პედაგოგს სტატუსის შესანარჩუნებლად ყოველწიურად გარკვეული კრეტიდ–ქულების დაგროვება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოქვეითდება: „ვაპირებთ გადაგიტყუოთ იმ ნაპირამდე და თუ თქვენ გინდათ, იმ ნაპირზე დარჩეთ, სხვა გზა არ გექნებათ, უნდა იმუშაოთ“.

ჯეჯელავას განმარტებით, ეტაპობრივად მიდიან იმ სისტემამდე, რომ ვისაც რეალურად უყვარს მასწავლებლობა, ის იმუშავებს.
„ძალიან სასიხარულო ამბავი თქვენთვის არ იქნება, რადგან გეუბნებით, თქვენი ხელფასები იქნება შედარებით ნაკლები, ვიდრე სხვა სამსახურებში. რადგან, როგორც კი ხელფასი საშუალოზე მაღალი იქნება, ამ სპეციალობაში მოვა ის ხალხი, ვისაც არ უყვარს ბავშვები. პედაგოგიკა არის ადგილი, სადაც ადამიანი ამბობს, რომ მიყვარს ბავშვები, მინდა ვასწავლო და მშიერი არ მოვკვდე. ამიტომ, ჩემი დაპირება თქვენს მიმართ ოქროს კოშკებს არ გულისხმობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელფასები არ გაგეზრდებათ“, – განუმარტა პედაგოგებს მინისტრმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’
დღის კითხვა: რატომ აშინებთ პედაგოგებს შეფასების ახალი სქემა [Video]
განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა