სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.04.2017
„ყველაზე მაგარი შენობა, მერხი, კომპიუტერი და ინტერნეტი უნდა ჰქონდეს მცირე სკოლას“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს, ახალციხეში, მასწავლებლებთან შეხვედრაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’
ახალციხის რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლების მასწავლებლები ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრაზე. 19 აპრილი,2017წ.

განათლების მინისტრის განცხადებით, მცირეკონტიგენტიან სკოლებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მოეწყობა ინფრასტრუქტურა და აღიჭურვება ახალი ინვენტარით, რადგან სკოლებს, რომლებშიც ცოტა მოსწავლე სწავლობს, დახურვა ემუქრება.

„ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ რადგან ყველაფერზე თანხა არ გვყოფნის, პირველ რიგში მივხედოთ პატარა სკოლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მაგარი შენობა, ყველაზე მაგარი მერხი, ყველაზე მაგარი კომპიუტერი, ყველაზე მაგარი ინტერნეტი უნდა ჰქონდეს მცირე სკოლას. ბავშვი სოფლიდან ქალაქში კი არ უნდა მოდიოდეს, არამედ, პირიქით“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, იმ შენობაში, სადაც მცირეკონტიგენტიანი სკოლა იქნება განთავსებული, უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც განათლების მიღებას ზრდასრულებიც შეძლებენ.

„მცირე სკოლებში შევქმნათ კულტურული ცენტრები. იქვე იყოს, იმავე შენობაში, კინო, ბიბლიოთეკა , საბავშვო ბაღი, ზრდასრულთა განათლების ცენტრი. შეისწავლონ უცხო ენა“, –განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ცენტრში ფუნქციებს პედაგოგები შეითავსებენ: „გარდა ამისა, მცირე სკოლებისთვის შევამსუბუქებთ სქემას. ჩვენ გვინდა მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს, რომ წავიდეს იქ და ასწავლოს. ამას თუ არ ვიზამთ, სოფლის სკოლები გაქრება“.

როგორც დღეს ჯეჯელავამ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ყველა სკოლის რეაბილიტაციისთვის სამინისტროს სახსრები არ აქვს: „პირობას გაძლევთ, რომ რაც უფრო მეტი რესურსი გვექნება, ეს ზღვარი აიწევა. ჩვენი მიზანია ყველა სკოლას მივხედოთ“.

განათლების მინისტრის თქმით, სკოლების სრული რეაბილიტაცია სერიოზულ თანხებს საჭიროებს: „მხოლოდ სპორტული დარბაზების (რომელიც არსებობს) რეაბილიტაციისა და მოწყობისთვის 300 მლნ ლარია საჭირო. იმ სკოლებისთვი, რომლებსაც არ აქვთ, რომ ავუშენოთ დმატებით 500 მლნ. მთლიანად სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი 4 – 5 მილიარდი ლარია საჭირო. ნახევარი საქართველოს ბიუჯეტი გვჭირდება მარტო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად“, – განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრისას მინისტრმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლები პირობითად ორ ნაწილად არის გაყოფილი. მცირეკონტიგენტიანად ითვლება სკოლა, რომელშიც 200 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს. ქვეყნის მასშტაბით ჯამში 2085 სკოლაა, აქედან ნახევარზე მეტი, 1400 მცირეკონტიგენტიანია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა
არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ
ახალციხის სკოლების მდგომარეობას განათლების სამინისტრო იკვლევს