"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

რატომ შემცირდა ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდების დრო

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.04.2017
ერთი კვირაა ახალციხის მოსახლეობის ნაწილს, სასმელი წყალი 4 საათის ნაცვლად 2 საათით მიეწოდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ შეზღუდვა დროებითია.

რატომ შემცირდა ახალციხეში სასმელი წყლის მიწოდების დრო

ასპინძის ქუჩაზე მცხოვრები ანზორ შემაზაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ყველაფრის გავსებას მოასწრებს, წყალი უკვე წყდება.

„აქამდე თუ დილის 8 საათიდან 12 საათამდე მოდიოდა, ახლა 10 საათზე აღარ გვაქვს. იმის ნაცვლად, რომ მუდმივი იყოს, რაც გვაქვს იმასაც გვიმცირებენ“, – ამბობს და ამატებს, შემცირებულ განრიგთან ერთად, პრობლემაა წყლის ხარისხიც, – წყალი მღვრიეა და დასალევად უვარგისია.

იგივე პრობლემა აქვთ ასპინძის ქუჩის სხვა მცხოვრებლებსაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების შემცირებასთან დაკავშირებით არავის გაუფრთხილებია.

24–საათიანი მიწოდებიდან განრიგით მიწოდებაზე გადაიყვანეს კოსტავას ქუჩაც.

„აქამდე მუდმივი წყალი გვქონდა, მაგრამ ახლა ნორმალური გრაფიკიც აღარ გვაქვს. იძახიან პრობლემებია და აკეთებენო, მთელი თვეა ასეა, რით ვეღარ მორჩნენ“, – ამბობენ კოსტავას ქუჩაზე.

შეზღუდვები არ შეხებიათ ცხრა აპრილის ქუჩის მცხოვრებლებს. მათი თქმით, სასმელი წყალი კვლავ მუდმივად აქვთ, თუმცა აქაც მღვრიეა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ახაციხეში სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები მათთვის ცნობილია და წყლის მიწოდების განრიგის ცვლილებებიც დროებითია.

„ეს არის გამოწვეული ბუნებრივი პირობებიდან. ურავლის წყლები, რომელიც ქალაქს ამარაგებს, ამღვრეულია, გაფილტვრის სადგური მაღალი სიმღვრივის წყალს ვერ ფილტრავს, ამან კი მიწოდებული წყლის შემცირება გამოიწვია, იძულებული გავხდით, დროებით განრიგი შეგვეზღუდა“, – აცხადებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე ზაზა სიხარულიძე.

მისივე თქმით, შეზღუდვა ქალაქის მოსახლეობის 40% შეეხო. სიხარულიძე განმარტავს, რომ წყლის სათავე ნაგებობაზე ფილტრებს წმენდენ და შემცირებული განრიგი სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში იქნება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს პროცესი სამ კვირაზე მეტხანს გასტანს. ყველაფერი დამოკიდებულია მთებში თოვლის დნობის ინტენსივობაზე. როგორც კი თოვლი დადნება, ქალაქში წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში ჩადგება და ამღვრეული წყალიც გაიწმინდება“, – განმარტავს ზაზა სიხარულიძე.

იგი ირწმუნება, რომ აბონენტები ცვლილების შესახებ გაფაფრთხილეს: "კომპანიამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა ახლა განრიგთა
ნ დაკავშირებით. ადრეც გავაფრთხილეთ, რომ მღვრიე წყალი იქნებოდა. ვინმეს თუ არ მიუვიდა შეტყობინება (SMS) მე მაგდენს ვერ გეტყვით".

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვეა, ახალციხის მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხზეც ჩივის. უმეტესობა დასალევად წყალს მაღაზიაში ყიდულობს. კომპანია ამ ფაქტსაც თოვლის დნობას უკავშირებს და ამბობს, რომ თვის ბოლომდე, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.04.2017 სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]

23.04.2017 ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2017 ორშაბათს ახალციხეში ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

23.04.2017 მაშველებმა გუბერნიის შენობის სახურავს აყრილი სახურავის ნაწილი მოაშორეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

ხუთი დღეა  ახალციხეში დაბინძურებული წყალი მოდის
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ახალციხეში წყლის მიწოდება აღდგა