სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სააპელაციომ არ განიხილა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 19.04.2017
სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, ქეთევან მელიქიძის სარჩელი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ზაირა კელაპრიშვილის წინააღმდეგ.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სააპელაციომ არ განიხილა

ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, სააპელაციო სასამართლოსგან ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ, 2016 წლის 28 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო დავა ქეთევან მელიქიძესა და მის ზემდგომს, ზაირა კელაპტრიშვილს შორის, გასული წლის შემოდგომით დაიწყო. ქეთევან მელიქიძე სასამართლოში იმ აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლის თანახმადაც მას სამსახურში გაფრთხილება მისცეს.

გაფრთხილება კი ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორს ზაირა კელაპტრიშვილმა სამუშაო პროცესის მიტოვების გამო გამოუცხადა.

2016 წლის 28 დეკემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ქეთევან მელიქიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში ქეთევან მელიქიძის ადვოკატმა ეკა აბაშიძემ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, ზაირა კელაპტრიშვილმა, ქეთევან მელიქიძეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

„სააპელაციომ არ განიხილა საქმე. რაც ზეპირად ვიცი, რადგან ქეთევან მელიქიძე სამსახურიდან გათავისუფლებულია, საქმის განხილვის იურიდიული უფლება არ ჰქონდა, რაც პროცედურული დარღვევაა. ამიტომ, წერილობით ჩამბარდება თუ არა გადაწყვეტილება, გავასჩივრებთ“, – ამბობს ქეთეან მელიქიძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის სასამართლო  გადაიდო
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის საქმის განხილვა დასრულდა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს სასამართლოში უჩივლეს
სააპელაციომ ‘საქართველოს ბანკის’ ყოფილი თანამშრომლის საქმე განიხილა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის საქმეს მტკიცებულებები გამოაკლდა
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო