სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობამ 18–დან 2 პოზიციაზე კადრი ვერ შეარჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.04.2017
ახალციხის გამგეობაში საკონკურსო კომისიამ საჯარო მოხეელების შერჩევა დაასრულა. გამოცხადებულ 18 ვაკანტურ თანამდებობიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საჯარო მოხელე დაინიშნება.

ახალციხის გამგეობამ 18–დან 2 პოზიციაზე კადრი ვერ შეარჩია

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, საკონკურსო კომისიამ 16 პოზიციაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ორზე: ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსისა და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ვერ შეთანხმდა და ადგილები ისევ ვაკანტურია.

გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციებს ამ დროისათვის არც მოვალეობის შემრულებელი ჰყავს. ხელახალი კონკურსი როდის გამოცხადდება, ეს ჯერ უცნობია.

შერჩეული 16 საჯარო მოხელის დანიშვნის შესახებ ბრძანება ჯერ არ დაწერილა.

„ახლა მათ პოზიციებზე დანიშვნისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ და ბრძანებები დაიწერება“, – ამბობენ გამგეობაში.

მათივე თქმით, 16 შერჩეული კონკურსანტიდან, ნაწილი გამგეობაში მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, ნაწილი კი ახალი თანამშრომელი იქნება. მათი ვინაობა ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა კონკურსი 18 პოზიციაზე იყო გამოცხადებული. კონკურსზე 148 განმცხადებლის 246 განაცხადი შევიდა. აქედან კი საკონკურსო კომისიის წინაშე მხოლოდ 64 კონკურსანტი გამოცხადდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ექვსი თვის წინ დარგული ბუჩქები გახმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია
ასპინძის მერიამ ვაკანსიები ვერ შეავსო – 11 პოზიციიდან 3 ისევ ვაკანტურია
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსზე  246 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობაში 19 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მესამედ ცხადდება
ასპინძის გამგეობაში 11 პოზიცია ისევ ვაკანტურია
ახალციხის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გასაჯაროვდა