FM97.5 / LIVE

განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.04.2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვედა. მინისტრმა განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ ახალციხისა და თემის სკოლების პედაგოგებს #3 სომხურ საჯარო სკოლაში შეხვდა. ვიზიტი 11:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით საათ–ნახევარი მიმდინარეობდა.

შეხვედრისას, მინისტრმა "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის" შესახებ ისაუბრა. ასევე შეეხო მცირე კონტიგენტიან სკოლებს და აღნიშნა, რომ სამომავლოდ, სამინისტრო პირობების გაუმჯობესებას გეგმავს. მისი თქმით, იმისათვის, რომ სკოლები არ დაიკეტოს და მოსწავლეებს ჰქონდეთ მცირე კონტიგენტიან სკოლებში სწავლის სურვილი, დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლება და ინტერნეტიზაცია მოხდება. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მცირე კონტიგენტიან სკოლებში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები მივიზიდოთ, რადგან არ დავკარგოთ ის, რაც ამ დროისათვის გვაქვს" – აღნიშნა ალესანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, მისი ახალციხეში ჩამოვლის მიზანია გაეცნოს სკოლებში არსებულ მდგომარეობას. მსგავსი ვიზიტებით იგი ქვეყნის სხვა რეგიონებსაც სტუმრობს – "შეხვედრებს ვაგრძელებ. ამ დროისათვის უკვე 16 000–ზე მეტ პედაგოგს შევხვდი. თავს ვალდებულად ვთვლი რომ აქ ვიყო" – განაცხადა მან.

ახალციხის #3 სკოლაში შეხვედრის შემდეგ, 14:00 საათზე მინისტრი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება და რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის რანგში, ახალციხეს მეორედ ესტუმრა. იგი 2016 წლის 19 აგვისტოსაც იმყოფებოდა, რა დროსაც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა ახალციხის #5 საჯარო სკოლაში გაიმართა.

განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში განათლების მინისტრს ელოდებიან
ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს