"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "გაუბედავი სიყვარული" [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 18.04.2017
გაეცანით პოეზიას რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. ბექა გასიტაშვილი, ამჯერად, აკაკი წერეთლის ლექსს კითხულობს, სახელწოდებით "გაუბედავი სიყვარული".



გაუბედავი სიყვარული

ათი წელი,
მწარედ მწველი,
გულს მიდაგავს ტრფიალება!
და უბრალოდ
სავალალოდ
ჩემს გულშივე იმალება!

მიძგერს გული
აგზნებული,
მაგრამ გონი მიბამს ენას.
მისი სხივით
სანთელივით
ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..

თუ ისიც მცნობს
და ისიც გრძნობს,
ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...
მაშ, ოხ, ღმერთო,
რად წაგვერთო
ჩვენ კავშირი შემაერთი?!

ვიცი, გზნობის,
ნამდვილ გრძნობის
ნიშანია მდუმარება,
ცხადად ტკბილი
რამ ღიმილი,
ჩუმად ცრემლი, მდუღარება.

მაგრამ მაინც,
მეტრფის მე ვინც,
მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:
“შენ ჩემი ხარ!
გულს მიზიხარ!”
მითხრას ეშხით... დამაღონოს!

ორთავ ვიცით,
ფიცით მტკიცით
გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!
თუმც-კი ვხედავთ,
თქმას ვერ ვბედავთ,
გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!

ათი წელი,
მეტად მწველი,
გულში გვაქვს ეს ნეტარება!
ვუგდებთ რა ყურს,
ორივეს გვსურს
და ვერ გვითქვამს აღსარება!

[sknews.ge]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პაუზა ლექსით: "სიყვარული" [Audio]
პაუზა ლექსით: "დახუჭე თვალი" [Audio]
პაუზა ლექსით – "თოვლი" [Audio]
პაუზა ლექსით- "ვიცანი, ღმერთო, სამყარო" ვაჟა–ფშაველა [Audio]
პაუზა ლექსით – "როგორ მიყვარხარ" შანდორ პეტეფი [Audio]
პაუზა ლექსით: "მე მიყვარს ხოლმე სიარული" [Audio]
პაუზა ლექსით – "აბასთუმანი" [Audio]