FM97.5 / LIVE

რატომ არ იციან ჯავახეთში ქართული

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.05.2012
წლებია ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხები ქართულ ენას სხვადასხვა პროგრამებითა სწავლობენ. როგორია შედეგები, რაში მდგომარეობს პრობლემები და რა შესაძლებლობები არსებობს სახელმწიფო ენის შესწავლის საქმეში

სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე ჯავახეთის მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. მხარე ვითარდება, პრობლემა კი პრობლემად რჩება. სასკოლო პროგრამები შედეგს რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანს. საშუალო ასაკის მოსახლეობა კი, ვისაც ენის სწავლა დღეს სჭირდება, სახელმწიფო ენის ათვისებას მთელი ძალებით ცდილობს.

ენის შესწავლის პროცესის გაჭიანურების მიზეზებს ხვადასხვა მოსაზრებით ხსნიან. ნარინე სირაკანიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძას სკოლაში ინფორმატიკას ასწავლის. მას ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა ესმის და სწავლობს კიდეც: “თუ რაიმე პრობლემა გაგვიჩნდება, ზემდგომ ორგანოებში მიმართვისა და მიმდინარე მოვლენების სრულფასოვნად აღწერის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მოუხერხებელი და სამარცხვინოც კია მდგომარეობა, როცა სახელმწიფო ენა არ ვიცით”.

მისი თქმით, ქართული ენის სხვადასხვა კურსებზე და სხვადასხვა პროგრამებით სწავლების წარუმატებლობას ორი მიზეზი აქვს. “ენის შესწავლისთვის, პირველ რიგში, შესაბამისი გარემოა საჭირო. გარდა ამისა, ქართული ენის მასწავლებლებს კონკრეტული მეთოდიკა არ აქვთ, ანუ სპეციალურად ეროვნული უმცირესობებისთვის ენის სწავლების მეთოდები არ არსებობს”, -ამბობს იგი და ამატებს, რომ ენის სწავლება, გრამატიკით უნდა დაიწყოს, - თავიდან უნდა ისწავლონ, წინადადება როგორც იწყობა და ა.შ. რამდენ ხანს უნდა იზეპირო სიტყვები და წინადადებები, რომ ბოლოს ენა ისწავლო?! ეს არასწორი მიდგომაა”.

ქართული ენის პედაგოგი დალი აღდგომელაძე, რომელიც ენას სხვადასხვა პროგრამით ასწავლის, მიიჩნევს, რომ გრამატიკის სწავლებას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, ამიტომაც ამ პრაქტიკას უფროსებისთვის განკუთვნილ კურსებზე არ იყენებს:
“თუ ქართულ გრამატიკას ცალკე ახსნი, საჭირო გახდება მისი შედარება სომხურ გრამატიკასთან, შესაბამისი მნიშვნელობები კი სომხურ ენაში სულ სხვაა. ამასთან, რაც უფრო ღრმად ხსნი ქართულ გრამატიკას, სასაუბრო ენას მით უფრო შორდები. უფროს ადამიანებს ენის სწავლისთვის ბევრი დროის დათმობა არ შეუძლიათ, მაქსიმუმ, ოთხი თვე და ამ ოთხ თვეში გრამატიკისა და ლექსიკის ერთად სწავლა შეუძლებელია”.

ქართული ენის სწავლების მეთოდიკა უფროსებისთვის განკუთვნილ კურსებზე სასაუბრო ენის შესწავლაზე იყო დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ იყენებდნენ კლასიკურ მეთოდიკასაც – წერა, გადაწერა, თარგმანი, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ეს უშედეგო იყო და კვლავ სასაუბრო ენის სწავლების მეთოდიკას დაუბრუნდნენ.

- “მეცადინეობებზე ვქმნით სხვადასხვა სიტუაციებს, ვსწავლობთ ლექსიკას, რომელიც ამ სიტუაციაში გამოიყენება და უკვე მზა გრამატიკულ ფორმებს, რათა გრამატიკის ყველა წესის სწავლა არ მოგვიხდეს. ადამიანი უფრო უკეთ საკუთარ თავზე, კონკრეტულ სიტუაციაზე ილაპარაკებს, ვიდრე ვინმეს ბიოგრაფიაზე. ენის სწავლებაში დიალოგები ძალიან გვეხმარება”, - ამბობს ქართულის პედაგოგი.

დალი აღდგომელაძე დღეში, საშუალოდ, 40 ადამიანს ამეცადინებს. მისი თქმით, შედეგები ყველას სხვადასხვა აქვს, განსხვავებული საფუძველის გამო, რომლითაც კურსებზე მოდიან, ასევე ასაკისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარეც. უკეთეს შედეგს ისინი აღწევენ, ვინც საკუთარ თავზე კურსების გარეთაც მუშაობს.

- “საკუთარ თავზე მხოლოდ ერთეულები მუშაობენ, მაგრამ როცა ასე ხდება, შედეგიც აშკარაა. თუ ადამიანი ენის სწავლას დღეში 2 საათს მაინც დაუთმობს, ტელვიზორს უყურებს, რადიოს მოუსმენს, წიგნს წაიკითხავს, შედეგს აუცილებლად მიიღებს, თუნდაც გარემო არაქართული იყოს”, - ამბობს დალი აღდგომელაძე.

კითხვის, ტელევიზორისა და რადიოს მეშვეობით მეცადინეობის შედეგიანობას აღიარებს ნელი იგიტიანიც. იგი ქართულ ენას 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტანციებში სწავლობდა. 2003-დან 2007 წლამდე სახელმწიფო ენას ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში ეუფლებოდა, 2007-2008 წლებში კი ჟვანიას სკოლაში. ამის შემდეგ კი გამუდმებით ესწრება ქართული ენის სხვადასხვა კურსებს.

- “უნივერსიტეტში ჩავაბარე და სწავლა ანბანით დავიწყე. ძალიან მონდომებული ვიყავი, ასოები, სიტყვები, წინადადებები და ასე ერთი მეორის მიყოლებით მივდიოდი წინ. თუ მოინდომებ, ყველაფრის სწავლა შეიძლება”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ენას სრულყოფილად თუ არა, გარკვეულ დონეზე მაინც ფლობს.

გამოდის, რომ ენის შესასწავლად საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო და საქართველოს ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების პროცესს შეზღუდული ვადები ხელს უშლის თუ ეხმარება, რთული დასადგენია.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ

ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

კულტურის სამინისტრო აჯამებს რა გაკეთდა ქვეყანაში ქართული ენის სასიკეთოდ