"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.04.2017
ახალციხის მერიაში, კონკურსის შედეგად შერჩეულმა თანამშრომლებმა, მუშაობა დღეიდან, 18 აპრილიდან დაიწყეს.

ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს

დღეიდან მუშაობას შეუდგა ათი თანამშრომელი, ამათგან ერთი, ჯერ მოვალეობის შემსრულებელია. ოფიციალურად როდის დაინიშნება ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე შერჩეული ვლადიმერ ნათენაძე, რომელიც აქამდე ააიპ „მერიის მდგრადი განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელობდა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის პროცესში, არცერთი განაცხადი არ შევიდა, შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. თუმცა, მერმა ამ პოზიციაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, გოგა დიაკონაშვილი დანიშნა. იგი კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა, განაცხადი სხვა პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი.

ამ პოზიციის გარდა, მერიაში ვაკანტური რჩება არქიტექტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტისა და სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსის პოზიციები. როდის გამოცხადდება აღნიშნულ პოზიციებზე ვაკანსია, ამ დროისათვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 13 ვაკანსიაზე მარტში გამოცხადდა. კონკურსის ორი ეტაპის გავლის შემდეგ თანამშრომლები ოფიციალურად გასულ კვირას დაინიშნენ.

შერჩეული თანამშრომლები:

სპეციალისტი მატერიალურ–ტექნიკურ საკითხებში – ივანე აღოშაშვილი;

მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში – ინგა ჩოჩია;

ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი – ვლადიმერ ნათენაძე, რომლის თაობაზეც დანიშვნის ბრძანება არ დაწერილა;

უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში – რუდოლფ კაზდანიანი;

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – ნინო ბლუაშვილი;

მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი – ვასილ ობოლაშვილი;

მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების და კადრების საკითხებში – ნანული გელაშვილი;

მთავრი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში – თინათინ ბარძიმაძე;

მთავარი სპეციალისტი მონიტორინგის, შიდა კონტროლის საკითხებში – მანანა მოდებაძე;

ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი – სულიკო მაღრაძე;


[SKNEWS.GE]


26.06.2017 როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში

26.06.2017 რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია

26.06.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება

25.06.2017 2017 წლის გამოცდების ჩატარების განრიგი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.06.2017 ახალციხეში ავარიისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

27.06.2017 სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

26.06.2017 ახალციხეში მანქანა ხევში გადავარდა

26.06.2017 სოფელ უდეში "ანთიმოზობა" იზეიმეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ახალციხის მერიის კონკურსით შერჩეული თანამშრომლები
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
რა პოზიციები დარჩა ვაკანტური ახალციხის გამგეობაში
თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს