FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს

მთავარისაზოგადოება 07.03.2013
კოსტავას ქუჩაზე, ე.წ. ’ხუთსართულიანებში’, სამი კორპუსის ეზო ნაგავსაყრელადაა ქცეული. აქ დღემდე რჩება გასულ ზაფხულს, პარკის მოსაწყობად გაჩეხილი ხეებიც. დასახლებაში არც სკვერები მოეწყო და არც არავინ გამოჩნდა, ეზოების ნაგვისგან გასაწმენდად

ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს
კოსტავას ქუჩაზე ექვსი კორპუსი დგას. აქედან სამი: 179-ე, 184-ე და 191-ე საცხოვრებელი ბინის ეზოში რამდენიმე თვეა ნაგავი ყრია.

- ‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში, სათამაშო ადგილი არ აქვთ. სად გავუშვათ, ნაგავსაყრელზე?!’ - ამბობს კოსტავას ქუჩის მცხოვრები ნორა მელიქიძე.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, აქ დღემდე ყრია მიწიდან ამოთხრილი ხეებიც ძირებიც. დასახლებაში ხეები გასულ ზაფხულს, პარკის მოწყობის მიზნით გაჩეხეს.

’ხუთსართულიანების’ რეაბილიტაცია 2012 წელს, ზაფხულში დაიწყო. გადაიხურა კორპუსები, გაკეთდა ასფალტი და დამონტაჟდა გარეგანათება. დაგეგმილი იყო სკვერების მოწყობაც, რისთვისაც ადგილობრივებს ავტოფარეხები ააღებინეს და დასახლებაში ხეები მოჭრეს. სკვერების მოწყობას ამ ქუჩის მცხოვრებლებს წინასაარჩევნო პერიოდში ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ვაჟა ჩიტაშვილიც ჰპირდებოდა.

- ’მახსოვს ჩიტაშვილი რომ მოვიდა და დაპირდა მოსახლეობას სკვერების გაკეთებას. უნდა მოგვენგრია გარაჟები და ბოსტნები და იმ ადგილზე გაკეთდებოდა სკვერები და მოედნები. მოსახლეობა ასეც მოიქცა, თუმცა აღარავინ გამოჩენილა. შესაბამისად, დარჩა ნაგავი. პირველადი ნარჩენებიც არ გაიტანეს’, - ამბობს კოსტავას ქუჩის მცხოვრები მზია კუბლაშვილი.

კუბლაშვილს ეთანხმება ამავე ქუჩის მცხოვრები ციცო ზურაბაშვილიც. თუმცა, იგი ამბობს, რომ სისუფთავეს თავად მცხოვრებლებიც არ იცავენ.

ახალციხეში, ’ხუთსართულიანებში’, ბავშვებს სათამაშო ეზო ნაგავსაყრელად უქციეს

- ’სანაგვედ იქცა ჩემი კორპუსის წინ მდებარე ეზო. მაგრამ, ვის უნდა სთხოვო დახმარება, თვითონ მოსახლეობა არ უფრთხილდება. გაივსო ეზო ნარჩენებით. ხალხი იქ ყრის ყველაფერს, საშინელი ანტისანიტარიაა’, - ამბობს ზურაბაშვილი და ამატებს, რომ ეზოს ჰყავს მეეზოვე, თუმცა მას მხოლოდ ასფალტის დაგვა ევალება,- ’მიმდებარე ეზოების დაგვა მის კომპეტენციაში არ შედის’.


193-ე კორპუსის მცხოვრებმა თამარ აფრიამაშვილმა ერთი თვის წინ ახლომდებარე ეზოს დასუფთავება და ამით ადგილობრივებისთვის მაგალითის მიცემა სცადა. მან 184-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაგავა. მართალია ეზო მის საცხოვრებელ კორპუსს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ამით მას მეზობლებისთვის მაგალითის ჩვენება სურდა.

- ’ ჯერ ამ კორპუსის მცხოვრებლებს ვუთხარი, ნაგავი როგორ არ გაწუხებთ, გამოდით და დაასუფთავეთ-მეთქი. უარი თქვეს. მერე ვიფიქრე, მე გავალ დასასუფთავებლად და რომ დამინახავენ თავადაც გამოვლენ-მეთქი, თუმცა არავინ გამოვიდა. ამის შემდეგ ნაგავი კიდევ დაიყარა’, - ამბობს აფრიამაშვილი და ფიქრობს, რომ პრობლემა თვითონ ხალხშია, - ’მცხოვრებლებს თავად თუ არ აწუხებთ ანტისანიტარია, ვინ მოვა და ვინ დაგვილაგებს?! შეიძლება ვთხოვოთ გამგეობას და გამოგვიყოს მანქანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. რამდენჯერ უნდა სთხოვო? ხალხი ყოველთვის დაყრის’.

აფრიამაშვილი თვლის, რომ მეეზოვეს ამ ტერიტორიების დასუფთავებაც უნდა ევალებოდეს: ’დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მეეზოვედ და ამ ტერიტორიებს სრულიად უანგაროდ დავასუფთავებ ყოველთვის. სამაგისოდ არ მიჭირს, უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, რომ სუფთა ეზოში ვიცხოვრო’.

დაახლებით ორი თვის წინ, 179-ე კორპუსის მცხოვრებლებმა ფული შეაგროვეს და ნაგვის გასატანად კერძო მანქანა დაიქირავეს. თუმცა, მძღოლისთვის თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ნაგავი აღარ წაიღო.

- ’ნაგავი გაცილებით ბევრი გამოვიდა, ერთ გატანაზე ვერ მოხერხდა მისი წაღება. მძღოლმა ის ნაგავიც უკან დაყარა’, -ამბობს 179-ე კორპუსის მცხოვრები თამარ სამსონიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ხითარიშვილის თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ განცხადებით მიმართოს გამგეობას.

- ’შესაძლოა მე ვიცოდე ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, თუმცა თუ განცხადებით არ მოგვართავენ, რეაგირებას ვერ მოვახდენ. მომმართონ განცხადებით, გამოვუყოფთ მანქანას და ნაგავს გაიტანს’, -ამბობს ხითარიშვილი და ამატებს, რომ ცხადია, მოსახლეობა თავადაც უნდა გაუფრთხილდეს თავის ეზოს.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ეზოს კეთილმოწყობის იმედად დანგრეული სათავსოები
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა