სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 16.04.2017
დღეს, 16 აპრილს ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია სამცხე–ჯავახეთში მოქმედ მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ტაძრებში აღევლინა.

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

წელს, ქრისტიანულმა კონფესიებმა აღდგომის დღესასწაული ერთად იზეიმეს. ეს დღე მათთვის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას აღნიშნავს.

სამცხე–ჯავახეთში მოქმედ მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ტაძრებში აღდგომას ღამისთევით შეხვდნენ. ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიები აღევლინა.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. შენდეგ ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ.

ქრისტიანებს სწამთ, რომ უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

ღამისთევა რაბათის წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში:

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

ცეცხლის კურთხევა და საპასექო ღამისთევა სოფელ არლის წმ. იოსების სახელობის კათოლიკურ ტაძარში:

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

სააღდგომო ლიტურგია და საკვების კურთხევა ახალციხის გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში:

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]

[sknews.ge]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა იზეიმა [Photo]