"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.04.2017
ახალციხეში, კოსტავასა და მესხეთის ქუჩებზე, ხანძრისაგან დაზარალებული რვა ოჯახიდან, მერიის დახმარებას ექვსი ოჯახი მიიღებს.

ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან

როგორც ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე განმარტავს, კოსტავას ქუჩაზე მერაბიშვილისა და მესხეთის ქუჩაზე სეთურიძეების ოჯახებს, სახლები რეგისტრირებული არ აქვთ, ამიტომ თვითმმართველობა მათ დახმარებას ვერ გაუწევს: „ერთი ოჯახი სოფელ უდეშია ჩაწერილი და აქ სახლი დარეგისტრირებული არ აქვს, მეორე კი ასპინძაში. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავეხმარებით“.

2 აპრილს, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ მერაბიშვილებს ხანძრის შედეგად, სახოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაუზიანდათ. 21 მარტს, მესხეთის ქუჩაზე #27–ში გაჩენილი ხანძრისას კი სეთურიძეების სახლის სახურავი დაიწვა და ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. ეს სწორედ ის ოთახია, სადაც სავარაუდოდ ელექტროსადენების გაუმართაობის გამო ცეცხლი გაჩნდა, შემდეგ კი გვერდით ორ სახლს გადაედო.

ჯერ დახმარება არც დანარჩენ ექვს ოჯახს მიუღია. მერიაში ამბობენ, რომ დოკუმენტაციას აწესრიგებენ და დაზარალებულებს თანხა უახლოეს დღეებში ჩაერიცხებათ. ისინი 2500–ლარამდე ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

ქალაქის მერის განცხადებით, ექვსივე ოჯახი, ფულადი თანხის გარდა, სახურავების შესაკეთებლად 25 კუბურ მეტრ სამასალე მერქანსაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მესხეთის ქუჩის N27, N25 და N23–ში, სეთურიძეების, ასპანიძეებისა და ბერიძეების, გვერდიგვერდ მდებარე სახლებს, ცეცხლი 21 მარტს, გვიან ღამით მოედო. ხანძარი ჯერ N27 სახლის სახურავს გაუჩნდა და ქარის გამო, მალევე, მეზობელ სახლებზე გადავიდა. სამი, გვერდიგვერდ მდგომი სახლიდან, განსაკუთრებით ორი, N27 სეთურიძეების და N25 გოგოლაძეების სახლი დაზარალდა. სამივე სახლი ჩარეცხა წყალმა და სამივე სახლში დაზიანდა ავეჯი.

კოსტავას ქუჩაზე კი ხანძარი 2 აპრილს გაჩნდა. მესხეთის ქუჩის მსგავსად, აქაც, ცეცხლი ერთი სახურავიდან მეზობელ სახლებზე გადავიდა, თუმცა, აქ 5: ნატრიაშვილების, მამუკაშვილების, მერაბიშვილების, ბაღდოშვილების და ერთი დაკეტილი სახლის სახურავი დაიწვა. ჯამში, ორ კვირაში, ხანძრის ორმა შემთხვევამ, რვა ოჯახი აზარალა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
კოსტავას ქუჩაზე ხანძრისგან მიყენებულ ზარალს მერია სწავლობს
კოსტავას ქუჩის ნახანძრალი ოჯახები [Photo]
ახალციხეში, ნახანძრალ სახლებში ზარალს ითვლიან [Photo]
ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს
ახალციხეში სამი სახლის სახურავი იწვის