სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.04.2017
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტები. დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში საქნცია იქნება მკაცრი“, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს შემდეგი ტიპის სანქციებს - მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება

1. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს ანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსისაგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული
საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ახალციხეში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე [Video]
ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება
პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება
გარემოს დაცვის სამინისტრო ‘ჭიაკოკონობას’ საბურავების დაწვას გააკონტროლებს