სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2017
'სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში', – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი  განახორციელებს

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბებზე და ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში 21 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ ქმარმა, გულმკერდის არეში დანით მიყენებული 8 ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი და 2017 წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის.

"უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა", – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ვაცნობიერებთ რა ფემიციდის, როგორც დანაშაულის სიმძიმეს და უარყოფით გავლენას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ვიზიარებთ რა გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციას ფემიციდის მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ, ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენის ცნობით, მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები; ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

შეგახსენებთ, 8 აპრილს, ასპინძაში, 37 წლამდე ასაკის მამაკაცმა დანით 15 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 27 წლის ცოლს. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

[sknews.ge]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს
2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
ახალციხეში გენდერულ ძალადობაზე იმსჯელეს