"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

კულტურის მინისტრი: თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.04.2017
თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულტურის მინისტრი: თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება დაფინანსების ახალი სისტემის შეთავაზება თეატრებისთვის: „მე ვფიქრობ, ჩემი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, თეატრის მმართველებმა და სამხატვრო ხელმძღვანელებმა ბევრად მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.

როგორც მიხეილ გიორგაძემ განმარტა, მესამე წელია საქართველო არის შემოქმედებითი ევროპის წევრი, იმ პროგრამის, რომელიც სწორედ კულტურის და მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა შეიმუშავა.

„საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პირველი და ერთადერთია, რომელიც შეურთდა ამ პროგრამას. მესამე წელია, ერთი გამონაკლისის, მარჯანიშვილის თეატრის გარდა, არათუ დაფინანსება არ მიუღია არც ერთ თეატრს, არც კი უცდიათ, რომ გარკვეულიყვნენ ამ პროგრამის შესაძლებლობებში, მოეძიათ პარტნიორები, შესაბამისი პროექტით შესულიყვნენ ამ პროგრამაში და დაფინანსება მიეღოთ. ამის გარდა, არსებობს ევროკავშირის კულტურის და შემოქმედებითობის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში და არაერთი პროექტი ფინანსდება, მაგრამ ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს და ამბობენ, რა ვქნათ, ყურადღება არ ექცევა თეატრს, კულტურა პრიორიტეტი არ არისო და ა.შ. თავად ისინი არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება. საბიუჯეტო დაფინანსება თეატრებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წლიდან წლამდე უსაზღვროდ, ულიმიტოდ საბიუჯეტო ასიგნებები გაიზრდება და ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ თეატრი და მოვიზიდოთ მეტი მაყურებელი“,- განაცხადა გიორგაძემ.

როგორც მინისტრმა განმარტა, იქნება საუბარი საბაზისო გარანტირებული საჭიროებების უზრუნველყოფაზე და შემდეგ თითოეულ თეატრზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენ დაფინანსებას მოიძიებს, რამდენ მაყურებელს მოიზიდავს.

[sknews.ge]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.07.2017 დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

26.07.2017 ერთ კვირაზე მეტია, ივანე ახალციხელის ქუჩა ჩაბნელებულია

26.07.2017 შსს: წაღვერში, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

26.07.2017 ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რა სჭირდება მესხეთის თეატრს
მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს
მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის

მესხეთის თეატრის მმართველი ცვლილებებისთვის მზადაა