FM97.5 / LIVE

მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი ისევ არ აუღიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.04.2017
მესამე თვეა, ახალციხეში 40–მდე მეეზოვე, იანვრის 18 დღის ნამუშევარ ხელფასს ელოდება. მათ დავალიანების დაფარვას „კეთილმოწყობის“ სამსახური მარტში დაპირდა, თუმცა ამ დრომდე არ დაურიცხავს.

მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი ისევ არ აუღიათ

თითოეულ მეეზოვეს დაახლოებით 150 ლარი აქვს ასაღები. თემაზე „სამხრეთის კარიბჭე“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა. მაშინ, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე განმარტავდა, რომ სახელფასო ანაზღაურების გაცემა თანამშრომლებთან ახალი ხელშეკრულებების დადებამ შეაფერხა და მარტის ბოლომდე აუცილებლად გაისტუმრებდა.

მიუხედავად ამისა, მეზოოვეებს კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„დაგვპირდნენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა ველოდებით, იანვარში მარტო 13 დღის ხელფასი ავიღეთ და ეგ იყო“, – გვეუბნება ერთ–ერთი მეეზოვე.

გიორგი ლონდარიძის განმარტებით, მეეზოვეებს დაპირებული ხელფასი ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაურიცხეს. ლონდარიძე ირწმუნება, რომ თანამშრომლები იანვრის ანაზღაურებას მომდევნო თვეების განმავლობაში ნაწილ–ნაწილ მიიღებენ.

„დოკუმენტაციით რომ მივედი მერიაში, მეეზოვეების თანხის გადმოსარიცხად, შევთანხმდით, რომ მარტიც ასე იყოს და მერე ეტაპობრივად გადმომირიცხავს მერია“, – ამბობს გიორგი ლონდარიძე .

მისივე თქმით, იანვრის თვეში ხეფასის ნაწილი მხოლოდ მეეზოვეებს არ აუღიათ, დანარჩენი თანამშრომლების უკვე გასტუმრებულია.
შპს „კეთილმოწყობას“ მეეზოვეების დავალიანების გასასტუმრებლად რომ ეტაპობრივად ჩაურიცხავენ თანხას, ეს ახალციხის მერიაშიც დაგვიდასტურეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, მეეზოვეებს იანვრის ხელფასის ნაწილი არ აუღიათ
რატომ დააკლეს მეეზოვეებს იანვრის ხელფასი
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს ხსნის, მუშებს კი ჯერ ხელფასები არ აუღიათ
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 12 აპრილი [Audio]
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს