სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2017
'ადრე ახალციხეში ფესახისთვის 3–4 თვის განმავლობაში ცხვებოდა მაცა, გორს და სურამსაც ახალციხიდან მიჰქონდა. დანადგარები ისევ შემონახული გვაქვს, ბოლოს 2004 წელს გამოვაცხეთ', – ახალციხის ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი ფესახის შესახებ გვიყვება.

როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]

ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ფესახს აღნიშნავენ. რვა დღის განმავლობაში ისინი პურს, უფუარი ცომისგან მომზადებული ხმიადით – ‘მაცით’ ჩაანაცვლებენ.

“ეს დღე ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლოა. იგი იმ პერიოდს გვახსენებს, როცა ებრაელი ხალხი ეგვიპტელთა ბატონობისგან განთავისუფლდა“, – ამბობს სიმონ ლევიშვილი.

იგი ერთ–ერთია იმ ოთხი ებრაელიდან, რომლებიც ამჟამად ახალციხეში ცხოვრობენ და წინაპრების მიერ მოპოვებულ თავისუფლებას ყოველ ფესახის დღესასწაულზე, ზეიმით იხსენებენ.

ებრაელთა დიდი დღესასწაული ფესახი, იგივე პასექი უფლის მიერ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას უკავშირდება. ამ დღესასწაულით ებრაელები იხსენებენ პერიოდს, როცა მოსეს წინამძღოლობით ისინი ეგვიპტიდან გამოვიდნენ.

გამოსვლის ისტორია კი ასეთია: "ეგვიპტეში ებრაელი ხალხი იჩაგრებოდა. უფალმა მათ განსათავისუფლებლად მრავალი ნიშანი მოუვლინა, მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდათ. ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს".

„აი, ეს პერიოდი რომ არ მიეცეს დავიწყებას, ამისათვის ყველა ებრაელი ვალდებულია რვა დღის განმავლობაში ჭამოს ხმიადები, რომელსაც ჩვენ „მაცას“ ვეძახით, ზოგჯერ კი მას „სიღარიბის პურსაც“ ვუწოდებთ. იგი სპეციალური ტექნოლოგიითა და დანადგარებით ცხვება. მასში მხოლოდ ფქვილი და წყალი შედის“, – ამბობს სიმონ ლევიშვილი.



წლების წინ, ახალციხეში, ფესახის დღესასწაულისათვის „მაცა“ დიდი რაოდენობით ცხვებოდა, შემდეგ კი მას ებრაულ თემში ანაწილებდნენ.
სადღესასწაულო ხმიადი, ბოლოს ახალციხეში ცამეტი წლის წინ, წესების სრული დაცვით გამოცხვა. მას შემდეგ კი უძველესი სინაგოგის გვერდით მდგარი ფურნე აღარ ანთებულა.

“ადრე ახალციხეში ფესახისთვის 3–4 თვის განმავლობაში ცხვებოდა მაცა. გორს და სურამსაც ახალციხიდან მიჰქონდა. დანადგარები ისევ შემონახული გვაქვს. ბოლოს 2004 წელს გამოვაცხეთ. მაშინ 10–15 ოჯახი ვცვხოვრობდით, მას შემედეგ აღარ გამომცხვარა. ახლა თბილისში, იერუსალიმიდან ჩამოდის ეს მასა და იქიდან რიგდება მთელს საქართველოში“, – ამბობს ლევიშვილი.

როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]

მაცას ებრაელები პურის მაგივრად მიირთმევენ. იგი თხელი, დაახლოებით 20–25 გრამიანი ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული ფირფიტებია. დღესასწაულის პირველ ღამეს, ყველა ვალდებულია თითო ფირფიტა მაცა საჭმლის გარეშე შეჭამოს: „რომ შეიგრძნონ ის გემო, რასაც წინაპრები მონობიდან გამოსვლისას გრძნობდნენ“

ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიას ებრაელებლი ყოველი ფესახის დღესასწაულზე ოჯახში ჰყვებიან.

„ჩემს ოჯახში ყოველთვის ასე ხდებოდა. სუფრაზე იწყებოდა ამ ამბის მოყოლა. მამაჩემი ჩვენ გვიყვებოდა, იმას პაპაჩემი უყვებოდა და ასე. მე ჩემს შვილებს ვუყვები“– ამბობს სიმონ ლევიშვილი.

როგორ ზეიმობდნენ პასექს (ფესახს) ახალციხელი ებრაელები [Photo/Video]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2017 ხანძრის ოთხი კერა ახალციხეში [Photo]

21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

21.09.2017 აწყვიტაში ეკლესიის გალავნის მშენებლობა დასრულდა

21.09.2017 დღეს ახალციხეში, მწვანე ბარათის გათამაშებაზე, აშშ-ის საელჩო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

11 აპრილიდან ებრაელები პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხეში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელების მოლოდინი
ქართველი ებრაელები ‘ფურიმს’ აღნიშნავენ
ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]
სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება