სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2017
16–ის ნაცვლად 20 ხილის საშრობი, 12–ის ნაცვლად 13 თბოიზოლირებული შენობა და ამდენივე მზის კოლექტორი – ‘საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა’ საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის 18–თვიანი მუშაობა შეაჯამა.

ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება

ახალციხეში, სოფელ წყრუთში მცოვრებ ოგანეზ ადამიანს, სახლში მუდმივი ცხელი წყალი აქვს, თან ის, რომ მის მისაღებად არაფერი ეხარჯება. ოგანეზმა მზის კოლექტორი დააყენა.

„50% – ით დავზოგეთ ელექტროენერგიის ხარჯი ამ კოლექტორის გამო“, – ამბობს ოგანეზი.

ოგანეზ ადამიანს კოლექტორის დამონტაჟებაში ‘საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი’ დაეხმარა. ცენტრი საქართველოსა და სომხეთის ორ მოსაზღვრე რეგიონში – სამცხე–ჯავახეთსა და ლორეს მხარეში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტერიტორიული თანამშრომლობის“ (EaPTC) პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა პროექტს: „ტყის მდგრადი განვითარებითა და ენერგოეფექტური ღონისძიებებით საზღვრისპირა თანამშრომლობა“. ამ პროექტის შეეგებზე ახალციხეში დღეს, 11 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.

როგორც პროექტის ორგანიზატორმა, „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ თათეშვილმა განმარტა, პროექტის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის 2 სოფელსა (წყრუთი, აწყური) და სომხეთში, ლორეს მხარეს ორ სოფელში (აგარაკი, სვერდლოვი) მზის საშრობების, ენერგიაზე მომუშავე მზის კოლექტორის, შენობების თბოიზოლაციის და ტყის გაშენების შესახებ სწავლება ჩაატარეს. ტრენინგს ახლდა პრაქტიკული მუშაობაც.

„ჩვენი მიზანი იყო ამ ადამიანებს გაეგოთ როგორ შეიძლება დაზოგო ელექტროენერგია ისე, რომ არ მოგაკლდეს კომფორტი“, – ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ამ ორ რეგიონში, 16–ის ნაცვლად 20 ხილის საშრობი, 12–ის ნაცვლად 13 თბოიზოლირებული შენობა და ამდენივე მზის კოლექტორი მოაწყეს.

ორგანიზაციამ ასევე მოაწყო ტყის საჩვენებელი გაშენება, – ბენეფიციარებს ასწავლიდნენ როგორ უნდა გააშენონ ტყე და დაიცვან ეროზიისგან. მათ 107 ნერგი დარგეს სოფელ აწყურში და პროექტის დასრულებამდე, 25 აპრილამდე, იგივეს აპირებენ ლორეში – სტეფანავანში. იქ 80 ნერგს დარგავენ.

„ჩვენ ასევე დავისახეთ მიზნად, რომ იმ საპილოტე სოფლებში, სადაც ტყის ჩეხვა მაღალია, დაგვენერგა ენერგოეფექტური ინოვაციები, რომლებიც შეამცირებდა შეშის მოხმარებას“, – განაცხდა ნუგზარ თათეშვილმა.

პროექტი’ საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა’, საქართველოს ეკოლოგიური მიწათმოქმედთა ასოციაციისა და სტეფანავანის, ლორეს ეკოკლუბის პარტნიორობით განახორციელა. პროექტის შედეგების შეჯამებას მისი ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ახალციხის 5 სოფელში ხილის საშრობებს მოაწყობენ
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
ენერგოდაზოგვის დღე ახალციხეში [Photo]
ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს
ტრენინგი ტყის მდგრადი მართვის შესახებ
ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს