"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის

მთავარისიახლე, სამართალი 11.04.2017
37 წლის მამაკაცი, რომელსაც 27 წლის ცოლის მოკვლა ედება ბრალად, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ახალგაზრდა მამაკაცის ცემისთვის გაასამართლეს. მან ის მამაკაცი ცემა, რომელზეც ეჭვიანობდა და ვის გამოც, 8 აპრილს, საკუთარი ცოლი მოკლა.

წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
სასამართლოს დამთავრების შემდეგ ბრალდებული მიჰყავს პოლიციას.

ეს დეტალები დღეს, სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. დღეს, 11 აპრილს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, ორსაათ–ნახევარს გაგრძელდა.

ნახევრად განათებულ და თითქმის ცარიელ დარბაზში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული, მაღალი, სუსტი აღნაგობის, მზისგან დამწვარი სახის, 37 წლის ასპინძელი მამაკაცი ორმა პოლიციელმა შემოიყვანა. ბრალდებული მ.ზ. მთელი პროცესის განმავლობაში თავჩაღუნული იჯდა, ფეხზე მხოლოდ მოსამართლის მიმართვის შემთხვევაში დგებოდა და თითქმის ყველა კითხვას თავის ქნევით ეთანხმებოდა.

1980 წელს დაბადებულ მ.ზ–ს პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკლა მეუღლე, დანით 15 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ვისზეც ეჭვიანობდა, მის მოსაკლავად წავიდა და მამა დაჭრა. ბრალდებულს დაუყოვნებლივ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უნდა შეეფარდოს, რათა გამოძიების მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოს, არ მიიმალოს, ან ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს“, – განაცხადა სხდომაზე ბრალდების მხარემ, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პორკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილებოდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს N4 დარბაზში, რომელიც ყველაზე დიდია მთელ შენობაში, მხოლოდ პოლიციელები და სასამართლოს პრაქტიკანტები ისხდნენ.

დარბაზის პირველ რიგში ბრალდებულის ერთადერთი გულშემატკივარი, მისი ძმა, მთელი პროცესის განმავლობაში, ასევე თავჩაღუნული იჯდა და გამუდმებით იმეორებდა: „არაფერი ქნა, მე მივხედავ შენს შვილებს“. პერიოდულად, სიჩუმეს არღვევდა ცნობისმოყვარე პრაქტიკანტების ჩურჩულიც.

ბრალდებულის ადვოკატმა ლევან წიქარიშვილმა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს, 10.000 ლარის შეფარდება ითხოვა. მან არგუმენტად დაასახელა ის, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და თავად ჩაბარდა პოლიციელებს.

„დიახ, მე ჩავბარდი, ქუჩაში რომ მივდიოდი პოლიციის თანმაშროლები მანქანას ატრიალებდნენ და დავუძახე, რომ მე ვიყავი“, – ეს იყო ერთადერთი, რაც ბრალდებულმა პროცესზე თქვა.

პროკურორმა შუამდგომლობა სხვა არგუმენტით გაამყარა. მან განაცხადა, რომ ეს მკვლელობა მ.ზ.–მ პირობითი მსჯავრის დროს ჩაიდინა: „მ.ზ 2017 წლის 14 მარტს, იმ პირის ცემის გამო გაასამართლეს, ვისზეც ეჭვიანობდა. მაშინ ბრალდებულს სამართალდამცველები სსკ–ის 120–ე მუხლით ედავებოდნენ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა იცრუა და ის თავად არ ჩაბარებია სამართალდამცველებს.

2–საათიანი მსჯელობის შემდეგ, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილი აღკვეთის ღონისძიებაზე დაახლოებით 20 წუთს ფიქრობდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დარბაზი ბრალდებულმაც და დარბაზში მსხდომებმაც სწრაფად დატოვეს.
ცოლის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 მაისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში მკვლელობა 8 აპრილს, ღამით მოხდა. ქმარმა ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი, – 3 და 6 წლის შვილი დარჩა. მკვლელობის ღამეს ორივე მათგანი სახლში იყო. მომხდარის შემდეგ ისინი გარდაცვლილის დედის ოჯახში გადაიყვანეს. ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა ბრალდებულის და გარდაცვლილის შვილები სოციალურმა სამსახურმა მინდობით აღზრდაში გაიყვანოს, თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არ არის.

ცოლის მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, დაჭრის ფაქტის გამო ბარლდებულს დანაშაული დაუმძიმდება. ბრალდებულს 7–დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს