სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.04.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, „ლენდოს“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე იმსჯელა და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა, იმ მოტივით, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ დანაშაულის კვლავ ჩადენის საფრთხე.

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა დღეს, 11 აპრილს გაიმართა.

წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა კახა ლეკიშვილიმა, სასამართლოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება წარუდგინა და მათი არსებით განხილვაზე დასაშვებობა მოითხოვა. ბრალდების მხარის მტკიცებულებები, დაცვის მხარემ უდაოდ ცნო.

მტკიცებულებების წარდგენის გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, პირველი აღკვეთის ღონისძიების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, მოსამართლემ კიდევ ერთხელ გადახედა, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს და პ.გ ისევ პატიმრობაში დატოვა.

თუმცა, ვიდრე მოსამართლის ეს განჩინება გახდებოდა ცნობილი, პროკურორმა პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარემ კი გირაო მოითხოვა, ბრალდებულის ქონების უზრუნველყოფით.

მოსმართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

„არსებობს საფრთხე, რომ მიიმალები ან დანაშაულს ისევ ჩაიდენ“,–განუმარტა მოსამართლე გია ბერაიამ ბრალდებულს.

ახალციხეში კომპანია „ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეზე არსებითი განხილვა 21 აპრილს 14:00 ჩაინიშნა, თუმცა სასამართლო სხდომები შესაძლოა აღარ გაგრძელდეს.

ბრალდებულის ადვოკატმა, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თაობაზე უკვე მიმართა. როგორც, ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, შეთანხმების დეტალები სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კომპანია „ლენდოს“ ფილიალი, მიმდიარე წლის 16 თებერვალს, საღამოს დააყაჩაღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ახალციხელ შუახნის მამაკაცს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს. ყაჩაღობაში ბრალდებული პ.გ.–ს მეუღლე ამბობს, რომ ბრალდებული ამ ქმედებამდე ვალებმა მიიყვანა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება