FM97.5 / LIVE

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.04.2017
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა.

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, დღეს, 11 აპრილს იმსჯელა. სხდომა 14:00 საათზე დაიწყო.

ბრალდებულის ადვოკატმა ლევან წიქარიშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, გირაოს, 10 000 ლარის შეფარდებაზე იშუამდგომლა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულმა შესაძლოა დანაშაული ისევ ჩაიდინოს, ბრალდებულისთვის პატიმრობა მოითხოვა. დანაშაულის კვლავ ჩადენაში პროკურორი იმ ფაქტს გულისხმობდა, რომ 35 წლის მამაკაცი, ცოლის მკვლელობის შემდეგ, იმ ახალგაზრდის მოკვლასაც აპირებდა, ვისზეც ეჭვიანობდა.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში მკვლელობა 8 აპრილს, ღამით მოხდა. 35 წლამდე მამაკაცმა 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი ცოლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, – იმ ახალგაზრდის მამას, რომელზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია. იგი ჩადენილს აღიარებს. დაელოდეთ დეტალებს სასამართლო პროცესის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[sknews.ge]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
წინასწარი პატიმრობა ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა