"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ბორჯომში ფალსიფიცირებული 'ბორჯომი' და 'ლიკანი' ამოიღეს

მთავარისიახლე, სამართალი 11.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბორჯომში, მინერალური წყლების, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

ბორჯომში ფალსიფიცირებული 'ბორჯომი' და 'ლიკანი' ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი.”

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

[sknews.ge]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.08.2017 დაბის გზის პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს – სოფელში მძიმე ტექნიკას ელოდებიან

22.08.2017 პრემიერი: სამაშველო ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდება

22.08.2017 დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება

21.08.2017 პრემიერი: დაბაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყლების ფალსიფიკატორები დააკავა
'ლიკანისა' და 'ბორჯომის' ფალსიფიცირების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მიცეს
მინერალური წყლის „ბორჯომის“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა
სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ბრალდებით 2 პირი პასუხისგებაში მისცეს
შსს-მ ბორჯომში უკანონოდ მოქმედი საწარმოები დალუქა
მარილის ფალსიფიცირებისთვის სამი პირი პასუხისგებაშია მიცემული
ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს