სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს

მთავარისიახლე, სამართალი 10.04.2017
გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს.

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს

სავარუდოდ, ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. ახლობლების თქმით, ისიც ადგილობრივია და მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო გია წურწუმიამ. მკვლელობის მოტივი უცნობია. ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება.

როგორც გამოცემა "ჯემნიუსთან" საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განაცხადა, ცოლ-ქმარი გალში ბაზრობაზე იყვნენ ჩასულები, იქ გარკვეული შელაპარაკება მოსვლიათ თანხასთან დაკავშირებით. თუმცა, უკავშირდება თუ არა მათი მკვლელობა ამ ინციდენტს, ჯერჯერობით უცნობია.

„ზუსტად არავინ არ იცის რა მოხდა. ზოგი ამბობს ყაჩაღობა იყოო, ზოგი ამბობს შელაპარაკება მოუვიდაო. ყაჩაღობა ჩვენს რაიონში ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით, თუ თხილის სეზონია, რამე გაყიდე და ხალხს ცოტა ფული გაუჩნდა. იმ ღამეს ჯობია სულ არ დაიძინო. 4 წლის წინ მანქანა გავყიდე და იმ ღამესვე დაგვაყაჩაღეს. ისიც კი იცოდნენ ფული რამდენი გვქონდა. მილიციის იმედი აქ არავის არა აქვს. იძახიან ეგენი ყაჩაღებთან არიან შეკრულებიო “- აცხადებს გალის მცხოვრები, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასახელებს.

შემთხვევის ადგილზე ე.წ. აფხაზური მილიციის თანამშრომლები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ. ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.

[sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2017 ლომჯარია: საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები განსაკუთრებით პრობლემურია

10.12.2017 ომბუდსმენი: ადამიანის უფლებათა დამცველთა დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემაა

10.12.2017 იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო

09.12.2017 ახალციხეში წიწვოვანი ჯიშის ხეების უკანონოდ გაჩეხვს ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბრალდებულის მეუღლე: „სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა“
ავარია აწყურში – მაშველები მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
ყაჩაღობა  და გაუპატიურების მცდელობა სოფელ ფხეროში
მკვლელობა სოფელ უდეში
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები იკრიბებიან
ოთხმაგი მკვლელობა ვაჩიანში, სოფელი დამნაშავის დასჯას ითხოვს [Video]
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ყაჩაღობისას მოკლულის შვილი დაკითხეს