"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 10.04.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.

ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა. ირაკლი ლაბაძემ ისრაელის მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ლაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

[sknews.ge


23.06.2017 ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა

22.06.2017 სოფელ აბასთუმანის სკოლაში დაპირისპირების საქმეს განათლების სამინისტრო შეისწავლის

22.06.2017 მეთერთმეტე კლასელები გამოცდას ქიმიაში აბარებენ

22.06.2017 უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.06.2017 ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა

23.06.2017 ახალციხის სოფლებს სამი სახელობითი სკვერი შეემატება

23.06.2017 „დაავადებათა კონტროლის ცენტრი” მოსახლეობას აფრთხილებს

23.06.2017 ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა
ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქში გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ბოლაჯურის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომში სატყეო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს