FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგებლის პოსზტე კონკურსი გამოცხადდა

მთავარიპოლიტიკა 01.03.2013
ბორჯომის გამგებლობის კანდიდატურაზე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტს კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროში ადმინისტრაციულ ვებ -გვერდზე დაიდო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაწვრილებით ნახოს და გაეცნოს რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს გამგებლის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში.

დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის მიღება 10 მარტამდე შეუძლიათ. საბუთების მიღება ელექტრონულად წარმოებს.

საკონკურსო კომისია, გასული წლის ნოემბერში შეიკრიბა, კომისიაში 10 წევრი შედის. წევრების უმრავლესობა საკრებულოს დეპუტატები არიან, ნაწილი კი საზოგადოებრივი აზრის, დარბაზის და პროფკავშირების წარმომადგენლები.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრთა ნაწილმა კონკურსის მეტი გამჭირვალობის მიზნით, საკონკურსო წევრთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ წევრთა რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია და ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას არ გამორიცხავს.

როგორც ბესიკ ქურდაძემ განმარტა, ბორჯომს ახალი გამგებელი სპეციალური პროცედურული ნორმების გავლის შემდეგ დაახლოებით 20 დღის ვადაში ეყოლება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]



23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია
ასპინძის გამგეობაში 42 პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
ახალციხეში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გადაიდება
ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა
ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია